Category Archives: სიახლეები

გაცოცხლებული ქართული ფარდაგი, ხალიჩა და ორნამენტი

2018 წლის 8-9 ნოემბერს საპატრიარქოს წმ.ილია მართლის თბილისის სკოლაში მოეწყო სკოლასთან არსებული ფარდაგის, გობელენისა და ხალიჩის შემსწავლელი სახელოსნოს მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. გამოფენის სტუმრები იყვნენ: საქველმოქმედო ფონდ “ლაზარეს” ხელმძღვანელი – რეზო შარაბიძე, სკოლის ხელმძღვანელობა, მოსწავლეები და მშობლები.  ნამუშევრებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა

ბიოლოგიის კონფერენცია – ჯანსაღი ცხოვრების წესი

მე-8 გ კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის პედაგოგ თამარ ცინცაძის ხელმძღვანელობით ჩაატარეს კონფერენცია თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მავნებლბის თემაზე. მოსწავლეებმა აუდიტორიას გააცნეს საკუთარი ნაშრომები.

ევერსტის “ოქროს სიგელი” ჩვენი სკოლის მოსწავლემ მოიპოვა!

2017 წლის შემოდგომაზის სეზონის”ევერესტის” მათემატიკურ ოლიმპიადაში “ოქროს სიგელის” მფლობელი ჩვენი სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე საბა არახამიაა!

კონკურსში “ნახატები ბიბლიურ თემაზე” გამარჯვებული ჩვენი სკოლის მოსწავლეა!

2017 წლის დეკემბერში საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ჩატარებულ კონკურსში “ნახატები ბიბლიურ თემაზე” გამარჯვებულია საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის მოსწავლე ელენე ავაზაშვილი.

ჩვენი სკოლის წარმატებული “კინგსელები”

საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სასწავლო ოლიმპიადაში და წარმატებებსაც აღწევენ. “კინგსის” ოლიმპიადამ ჩვენი სკოლის წარმატებულ მონაწილეებს სიგელები გადასცა.

“სიკეთის გაკვეთილები” კათარზისში

ჩვენი სკოლის მოსწავლეები – პატრიარქის დესპანები!

ჩვენი სკოლის მგალობელთა გუნდმა, რომლის ხელმძღვანელი გალობის პედაგოგი ნინო აბიათარია, მონაწილეობა მიიღო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის საშობაო საჩუქრების დარიგებაში.

ჩვენი დახმარება სოციალურად დაუცველებს

საპატრიარქოს წმ.ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლაში სოციალურად დაუცველთათვის ტანსაცმელი შეგროვდა. მოსაწავლეებმა პედაგოგებთან ერთად დაახარისხეს შემოწირული ტანისამოსი და საჭიროების მქონე მოქალაქეთათვის გასაგზავნად გაამზადეს.

ჩვენი პედაგოგების ნამუშევრების გამოფენა

17 დეკემბერს წმ. ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლაში დაარსებიდან 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარდა სკოლის პედაგოგთა ნამუშევრების გამოფენა. საკუთარი ნახატები, ნაქარგები და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები წარმოადგინეს მასწავლებლებმა:

ჩვენი მოსწავლეები მონასტრებს ეხმარებიან

ჩვენი სკოლის მოსწავლეები ხშირად ეხმარებიან თბილისში მდებარე მონასტრებს სამეურნეო საქმიანობაში. ახლახან მე-10ბ კლასის მოსწავლეები: საბა არაგველი, თაზო სვანიძე და საბა გელაშვილი პედაგოგ ნარგიზა იარაჯულთან ერთად წმ. ათანასეს მამათა მონასტერს ესტუმრნენ