Category Archives: სიახლეები
რეგისტრაცია ასაკობრივი ექსტერნის გამოცდისთვის!
ყურადღება! განათლების მინისტრის ბრძანების თანახმად, ცხადდება რეგისტრაცია ასაკობრივი ექსტერნის გამოცდებზე. რეგისტრაციის ვადა 21. 02. 2022 – 02. 03. 2022. გამოცდები ჩატარდება 15 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით. რეგისტრაციის მსურველები დაუკავშირდით სკოლას. შეყვანა Write to მამუკა თედიაშვილი
ჩვენი სკოლა მიუსაფარ მოხუცთა დასახმარებლად

ჩვენი სკოლის პედკოლექტივმა და მოსწავლეებმა საშობაოდ ავლაბრის დედათა მონასტერთან არსებული ჰოსპისის მიუსაფარი და ავადმყოფი მოხუცები გაახარეს. შეგროვებული თანხით ტკბილეული და ჰიგიენის საშუალებები შეიძინეს და მონასტრის ბენეფიციარებისთვის მიიტანეს. პატარებმა მოხუცებს წერილები და გულთბილი მილოცვებიც გაუგზავნეს.
რეკომენდაციები სწავლის დაწყების, სასწავლო პროცესის წარმართვისა და სკოლის დასუფთავება-ჰიგიენისთვის
2020-2021 სასწავლო წლის დაწყება და წარმართვა
ჩვენი მოსწავლეები “კინგსის” ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის ფინალში
საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის მოსწავლეები დიდი ხანია მონაწილეობენ სხვადასხვა საგნის ოლიმპიადებში.
შიდა დაკვირვების გაკვეთილი რუსულ ენაში
ა.წ. 24 ნოემბერს მე-5ა კლასში რუსულის პედაგოგმა ნონა ჭოლოკავამ ჩაატარა შიდა დაკვირვების გაკვეთილი, რომელსაც სკოლის პედაგოგთა შეფასების ჯგუფი დაესწრო.