იურიდიული ცნობარი
სკოლის შინაგანაწესი: შინაგანაწესი
სკოლის მისია:
სკოლა, როგორც კონფესიური საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ემსახურება ზნეობრივად, ინტელექტუალურად და ფიზიკურად განვითარებული თაობის აღზრდას ქრისტიანული ღირებულებების შესაბამისად. სკოლის მისიაა მოსწავლეთათვის ზოგადი განათლების მიცემა სწავლების სამივე საფეხურზე. მართლმადიდებლური მსოფლმხედველობისა და მაღალი ზნეობის მქონე მოქალაქეთა აღზრდა. მოსწავლეთა სულიერი და გონებრივი მონაცემების განვითარება; ხელშეწყობა სამოქალაქო საზოგადოებაში წარმატებით დამკვიდრებაში და დამოუკიდებელ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში.ეროვნული, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა და პატივისცემა, მსოფლიოში ქრისტიანული კულტურის ადგილისა და მნიშვნელობის გაცნობიერება. პიროვნების ინტეგრირება ეროვნულ და მსოფლიო კულტურათა სისტემაში. მოზარდებში ქრისტიანული ოჯახის ტრადიციების ჩამოყალიბება და პატივისცემა, მომზადება ქრისტიანული ოჯახური ცხოვრებისთვის. წესდების მიხედვით სკოლის მიზანია: • ზოგადი განათლების მიცემა მოსწავლეთათვის დაწყებით, საბაზო, საშუალო საფეხურებზე; • მოსწავლეების აღზრდა ეროვნულ–კულტურული და ტრადიციული ღირებულებების შესაბამისად.
სწავლის გადასახადი
ბრძანება კ/N 110 (ამონაწერი) თბილისი 23 მაისი; 2023 წელი; 2023 – 2024 სასწავლო წლის სკოლის სწავლის გადასახადთან დაკავშირებით.
საქართველოს კანონის ,,ზოგადი განათლების შესახებ“, სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე და დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე ვბრძანებ: 1.მიმდინარე 2023 – 2024 სასწავლო წელს საპატრიარქოს განათლების ცენტრთან შეთანხმებით სწავლის წლიურ გადასახადად დადგინდეს თანხა 800 (რვაასი) ლარი მოსწავლეზე. სკოლის მოსწავლის დედმამიშვილზე, რომელიც სწავლობს ჩვენს სკოლაში, წლიურ გადასახადად განისაზღვროს 20 ლარი კალენდარულ თვეში. 2.სოციალურად დაუცველ მოსწავლეთა ოჯახებზე (70 000 ქულა და ნაკლები) სწავლის წლიური გადასახადი განახევრდეს სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ. 3.დაევალოს სკოლის საფინანსო სამსახურის უფროსს ამ ბრძანების გათვალისწინება მის საქმიანობაში, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. 4.კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საფინანსო სამსახურის უფროსს მანანა ჭანტურიას. 5.ბრძანებით დაინტერესებული პირებისთვის გაცნობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაევალოს სკოლის საქმეთა მმართველს მაია ჯაფარიძეს.
Leave a Reply