Category Archives: სიახლეები

ბრძანება ექსტერნის შესახებ

ბრძანება: ზოგადი განათლების I-XII კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე I-XII კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ჩატარების და ექსტერნად რეგისტრაციის ვადების დადგენის შესახებ

ჩვენი მოსწავლე საქართველოს ჩემპიონია

25 ნოემბერს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით თბილისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში, სადაც ჩვენი სკოლის მე-4ბ კლასის მოსწავლემ, ლაზარე ფარჩუკაშვილმა, პირველი ადგილი მოიპოვა. ვულოცავთ ლაზარეს საქართველოს ჩემპიონობას!

სწავლის გადასახადთან დაკავშირებული ცვლილება

ბრძანება კ/N 110 (ამონაწერი) თბილისი 23 მაისი; 2023 წელი; 2023 – 2024 სასწავლო წლის სკოლის სწავლის გადასახადთან დაკავშირებით.

ექსტერნის გამოცდის შესახებ

გაგაცნობთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდასთან დაკავშირებით. 📢📢📢

ლაშქრობა ბირთვისში

6-7 მაისს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები სკოლის თვითმმართველობისა და სკოლასთან არსებული ტურისტული კლუბი “გზის” ორგანიზებით იმყოფებოდნენ ბირთვისში. მოსწავლეებმა დალაშქრეს ციხე და კანიონი. მათ მეგზურობას სკოლის დირექტორი, ბატონი მამუკა თედიაშვილი უწევდა.      

გასეირნება ლონდონში

ჩვენი სკოლის მე-4 გ კლასში ჩატარდა საჩვენებელი გაკვეთილი ინგლისურ ენაში ლონდონის ღირსშესანიშნაობების შესახებ – “ტური ლონდონის ირგვლივ”. ინგლისური ენის პედაგოგი თეა ცილიკიშვილი.  

ეგვიპტური სამკაულის თემა ხელოვნების გაკვეთილზე.

მე-5 ბ კლასი, ხელოვნების პედაგოგი ელენე ჭელიძე.

სოციალურ სახელოსნო “კოდალაში”

24 მარტს ჩვენი სკოლის IIIა კლასის მოსწავლეები თავიანთ მზრუნველ ნინო ფრანგიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ სოციალურ სახელოსნო ,,კოდალაში”, სადაც ჩაუტარდათ მასტერკლასი სააღდგომო თემაზე. ბავშვებმა ბუნებრივი მასალისგან დაამზადეს სააღდგომო კვერცხის სადგამები და მოხატეს ისინი.  

კინგსის ოლიმპიადის გამარჯვებული

ჩვენი სკოლის მე-3ა კლასის მოსწავლე ანდრია ლორთქიფანიძემ  კინგსის ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაზე I ადგილი მოიპოვა. ვულოცავთ ანდრიასა და მის პედაგოგ ნინო ფრანგიშვილს ამ გამარჯვებას.  

ბრძანება ფინანსური დავალიანების შესახებ

1გვ დავალიანება 2გვ დავალიანება ბრძანების ტექსტის სანახავად, მიჰყევით ბმულს.