Category Archives: ქართული სიტყვის საგანძური

ღმერთმანი

ღმერთმანი – შემოკლებული სიტყვაა და ნიშნავს – ღმერთმა იცის. ერთგვარი სახეა სიმართლის დამამტკიცებელი საფიცარი ფორმულისა. ამ ფიცით მიმართავენ მაშინ, როდესაც ადამიანს სიმართლის დამტკიცების რაიმე საშუალება არ მოეპოვება.

პრანჭია

პრანჭია – ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს სიტყვა უკავშირდება სიტყვა “ფრანგს”. ფრანგი, რაც საზოგადოდ ევროპელს ნიშნავდა, ქართულში “ბრანჯ” ფორმით შემოვიდა. “ქართლის ცხოვრებაში” ვკითხულობთ: “

გულქართლი

გულქართლი – პურადი, მოყვასისათვის გაჭირვებისას ხელის გამომწვდელი, გულუხვი, სტუმართმოყვარე, მართალი, პატიოსნების მოყვარე ადამიანია. ქართლი, საქართველოს სხვა ნაწილებთან შედარებით, განთქმული იყო პურის მოსავლით

სანთლის გაქრობა

სანთლის გაქრობა – სიცოცხლის შეჩერება, სიკვდილი. სანთელი სიცოცხლის სიმბოლოა. სადაც სანთელი, სინათლე არ არის, იქ სიბნელეა, წყვდიადია. სიცოცხლე, ქვეყნად არსებობა ქრება.