“ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“

ფონდ „ლაზარესა“ და ორგანიზაციის –   „HEKS EPER”  ერთობლივი ძალებით განხორციელდა პროექტი „ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“. პროექტი მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები მოზარდების დამეგობრებას, კულტურის გაზიარებასა და სტერეოტიპების აღმოფხვრის გზით რეგიონში მშვიდობის დამყარებას. პროექტში მონაწილეობდნენ საპატრიარქოს წმ.ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის მე-9-მე-11 კლასის მოსწავლეები. პროექტი ეხებოდა კონფლიქტის სახეობებს: პიროვნებათშორისი, საზოგადოებასა და პიროვნებას შორის არსებულ კონფლიქტებს. ჩატარდა სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიება. მოსწავლეებმა ნახეს ფილმები კონფლიქტების შესახებ, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, დასახეს პრობლემის მოგვარების საინტერესო გზები. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ კარგი იქნება, თუ შედგება სხვადასვა სკოლის მოსწავლეების შეხვედრა, გაცნობა და დისკუსია.

პროექტში მონაწილეობდნენ მოსწავლეები: ნიკა ქავთარაძე, ლაშა ხუციშვილი, ნიკოლოზ ანელი, მარიამ კალაჯიშვილი, ანა ციცქიშვილი, თამარ გედენიძე, ნანა მირიანაშვილი, ანა ბანძელაძე, სალომე ლექვინაძე, ელენე ლოლაძე, ლიზი ხუციშვილი, სალომე სალუქვაძე, სალომე მიქელაძე, ანა გედენიძე, ნიკა ტყეშელაშვილი, ზურაბ დონაძე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *