ჩვენ შესახებ

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის ისტორია მიხეილ კეკელიძის სახელობის თბილისის კალათბურთის 58-ე საშუალო სკოლიდან იწყება. სწორედ აქ მუშაობდა ჩვენი სკოლის დამაარსებელი, ბატონი ზურაბ ბუაძე. მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს, თანამედროვე სკოლის პრობლემებზე მათთან გულწრფელი საუბრების შედეგად დაებადა იდეა, დაეარსებინა ახალი ტიპის სასწავლებელი, რომელიც უშუალოდ ეკლესიასთან იქნებოდა დაკავშირებული. ბატონმა ზურაბ ბუაძემ თავისი მოსაზრება უწმიდესსა და უნეტარესს, ილია II-ს გააცნო.
1992 წლის ოქტომბერში უწმინდესმა მოიწონა და დაამტკიცა ზურაბ ბუაძის მიერ ჩამოყალიბებული საგიმნაზიო დებულება და ახალდაარსებულმა წმიდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიამ თბილისის 58-ე საკალათბურთო სკოლაში დაიდო ბინა.
თხუთმეტკაციანი პედკოლექტივით დაიწყო მუშაობა ახალმა სკოლამ, რომელიც მხოლოდ შემოწირულობებით არსებობდა.
საკუთარი შენობა გიმნაზიამ მხოლოდ ორი წლის შემდეგ მოიპოვა. ეს იყო სარემონტოდ დაკეტილი ყოფილი ბაგა-ბაღის შენობა. შენობისა და ეზოს მოწესრიგება პედაგოგების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების ფიზიკური და მატერიალური დახმარების წყალობით მოხერხდა. 1994 წლის 8 მარტს გიმნაზიაში მობრძანდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II, რომელმაც აკურთხა ადგილი მომავალი ტაძრის მშენებლობისთვის.
2005 წლის მარტში საპატრიარქოს წმიდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიას განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლის სტასტუსი მიანიჭა. გიმნაზიამ თბილისის 197-ე საჯარო სკოლის სახელით გააგრძელა არსებობა. მას შემდეგ, რაც სკოლის შენობის კუთვნილების საკითხი გაირკვა და შენობა ოფიციალურად საპატრიარქოს მფლობელობაში გადავიდა, სასწავლებელი კვლავ დაუბრუნდა საპატრიარქოს სივრცეს. როგორც იურიდიული პირი, ხელახლა დაარსდა წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლა, რომელიც გიმნაზიის ტრდიციების გამგრძელებელია.
წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის გიმნაზიაში დაარსების პირველი წლებიდანვე შეიქმნა ტურისტულ-ეკოლოგიური კლუბი ,,გზა”. კლუბი დღემდე ფუნქციონირებს და წელიწადში რამდენჯერმე აწყობს ლაშქრობებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
სკოლაში მოქმედებს გალობის, სიმღერის, ჭადრაკის, ხალხური საკრავებისა და ხატწერის წრეები, ფუნქციონირებს ხატვის წრეც. მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ყოველწლიურად ტარდება და შემოსული თანხა ქველმოქმედებას ხმარდება.
ხრიდოლის წრეზე წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის მოსწავლეები ქართულ საბრძოლო ხელოვნებას ეუფლებიან.

 

სკოლის მისია

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლა, როგორც კონფესიური საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ემსახურება ზნეობრივად, ინტელექტუალურად  და  ფიზიკურად განვითარებული თაობის  აღზრდას ქრისტიანული  ღირებულებების  შესაბამისად.

სკოლის მისიაა მოსწავლეთათვის ზოგადი განათლების მიცემა სწავლების სამივე საფეხურზე. მართლმადიდებლური მსოფლმხედველობისა და მაღალი ზნეობის მქონე მოქალაქეთა აღზრდა. მოსწავლეთა სულიერი და გონებრივი მონაცემების განვითარება; ხელშეწყობა სამოქალაქო საზოგადოებაში წარმატებით დამკვიდრებაში და დამოუკიდებელ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში.  ეროვნული, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა და პატივისცემა, მსოფლიოში ქრისტიანული კულტურის ადგილისა და მნიშვნელობის გაცნობიერება. პიროვნების ინტეგრირება ეროვნულ და მსოფლიო კულტურათა სისტემაში.

მოზარდებში ქრისტიანული ოჯახის ტრადიციების ჩამოყალიბება და პატივისცემა, მომზადება ქრისტიანული ოჯახური ცხოვრებისთვის.

წესდების მიხედვით სკოლის მიზანია:

  • ზოგადი განათლების მიცემა მოსწავლეთათვის დაწყებით, საბაზო, საშუალო საფეხურებზე;
  • მოსწავლეების აღზრდა ეროვნულ–კულტურული და ტრადიციული ღირებულებების შესაბამისად.

ღირებულებები

კეთილგანწყობილი გარემო, სადაც წახალისებულია მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინიციატივა, საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, ემპათია, თანაგანცდა, ურთიერთპატივისცემა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა;

 ცოდნასა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო, რომელიც უზრუნველყოფს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების დახვეწა-გაუმჯობესებას, არგუმენტირებული მსჯელობის, სიახლეების ძიების, პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის უნარების გამომუშავებას;

ინკლუზიური და თანასწორი გარემო, სადაც დაფასებულია ადამიანის ინდივიდუალური ნიშან-თვისებები და განსხვავებულობა, დაგმობილია პიროვნებისადმი უპატივცემულო და ღირსების შემლახველი მოპყრობა, სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა, ბულინგი;

ჯანსაღი გარემო, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლის სიღრმისეული განათლების მიღებას, რომლის დროსაც მოსწავლე იქნება სტრესისგან თავისუფალი და უზრუნველყოფილი სულიერი სილაღის შენარჩუნებისთვის აუცილებელი მომსახურებითა და გარემოთი.

 

სკოლის ფილოსოფია (ხედვა)

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია  მართლის სახელობის თბილისის სკოლა  სწავლაზე ორიენტირებული საზოგადოებაა,სასწავლო აღმზრდელობითი პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე და მის მიერ მისაღწევი შედეგები:

-თითოეული მოსწავლის პიროვნების,მისი ნიჭის, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების მაქსიმალური განვითარება,  მათი ზნეობრივად აღზრდა და სულიერად დახვეწა.

-თავისუფლად მოაზროვნე თაობების აღზრდა;

– მოსწავლეთა დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის ხელშეწყობა და პატივისცემა;

– ტოლერანტობის, მორალური, ზნეობრივი და ჯანსაღი ქცევის ნორმების დამკვიდრება, საინფორმაციო ტექნოლოგიური საშუალებების პრაქტიკულად გამოყენების უნარ–ჩვევებსა და პრაგმატულად მოაზროვნე პიროვნებების ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებლობა.

-მოსწავლეთა მრავალმხრივ განათლებულ,ეროვნულ და სამოქალაქო შეგნების მქონე პიროვნებად ჩამოყალიბება,მათი აქტიური ცხოვრებისთვის მომზადებულ მოქალაქედ აღზრდა, რათა მათ შეძლონ საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება, საკუთარი თავის რეალიზება, წარმატებების მიღწევა. საზოგადოებასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის საფუძველზე,სკოლაში მასტიმულირებელი და უსაფრთხო ინოვაციური სასწავლო გარემოს შექმნით,

ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად სწავლებასა და სწავლაში წარმატებების გზით თითოეული ბავშვის მომავლის ფორმირებაზე ზრუნვა სკოლის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად შეეცდება შექმნას ისეთი საგანმანათლებლო სივრცე, რომელშიც სწავლა იქნება მიმზიდველი დაინტერესებული მშობლებისთვის ,სადაც ნებისმიერი მოსწავლე, მიუხედავად ოჯახური გარემოსი თუ პიროვნული მახასიათებლებისა,   შეძლებს საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან რეალიზებას და მაღალი აკადემიური შედეგების მიღწევას.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *