ჩვენი სკოლის წარმატებული მოსწავლეები

ჩვენი სკოლის მე-3ბ კლასის მოსწავლე საბა არახამია არაერთი მათემატიკური კონკურსის გამარჯვებულია. მან კინგსის 2014 წლის მათემატიკის ოლიმპიადაზე რესპუბლიკის მასშტაბით თანატოლებში პირველი ადგილი მოიპოვა. “კინგსმა” საბა მობილური ტელეფონით, ანაკლიის კურორტზე საგზურით და ინგლისური ენის უფასო კურსით დააჯილდოვა. საბა გასულ წელს ფინალისტებს შორის მოხვდა ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადაზე. იგი ევერესტის 2015 წლის მათემატიკის ოლიმპიადის ვერცხლის ათეულის წევრიც გახდა.
Leave a Reply