Category Archives: აქტივობები

ექსტერნის გამოცდაზე რეგისტრაცია გამოცხადდა!

1. ზოგადი განათლების I-XII კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე I-XII კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის: ა) გამოცდაზე ექსტერნად რეგისტრაციის ვადა დადგინდეს 2025 წლის 22 სექტემბრიდან 2025 წლის 03 ოქტომბრის ჩათვლით;

ჩვენი სკოლა მანანა არველაძის საავტორო გადაცემაში

 

გასვლითი გაკვეთილი მუზეუმში

24 ნოემბერს მე-3ა კლასი (პედაგოგი ეკა ჭოლოკავა) იმყოფებოდა მე-19 საუკუნის თბილისის ერთ-ერთ ულამაზეს სასახლე-მუზეუმში. ბავშვებმა დაათვალიერეს საგამოფენო დარბაზები გამორჩეული ექსპონატებით. სტუმრობის მიზანი იყო ბავშვების მუზეუმით, ხელოვნებითა და ეროვნული კულტურით დაინტერესება, ფანტაზიის გამომუშავება და გუნდური მუშაობის ხელშეწყობა.

მხიარული სტარტები

ჩვენი სკოლის ტრადიციული “მხიარული სტარტები” , რომელსაც ფიზკულტურის პედაგოგი ქეთევან ჩახვაშვილი ხელმძღვანელობს, ამჯერად მე-2 ბ და მე-3ა კლასებში ჩატარდა. მოსწავლეები სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს და ფიზკულტურის გაკვეთილებზე გამომუშავებული უნარები გამოსცადეს.

ბუნების გაკვეთილი

26 ოქტომბერს IV (ა) კლასი პედაგოგების: ნინო ფრანგიშვილისა და ნინო გელაშვილის ხელმძღვანელობით ბუნების გაკვეთილზე გაეცნენ მიკროსამყაროს. უფროსების დახმარებით ბავშვებმა შეისწავლეს ხელსაწყო – მიკროსკოპი და მისი გამოყენებით მცენარის უჯრედს დააკვირდნენ.

მეოთხეკლასელების ეკოთავგადასავალი

19 ოქტომბერს IV (ა) კლასმა მზრუნველი ნინო ფრანგიშვილის ხელმძღვანელობით ,საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში სასწავლო_ შემეცნებით პროგრამა ,,ეკოთავგადასავალში” მიიღო მონაწილეობა.

სასკოლო ოლიმპიადა ფრენბურთსა და ფეხბურთში

ოქტომბერში ჩატარდა შიდა სასკოლო ოლიმპიადა ფრენბურთსა და ფეხბურთში VI-XI კლსის მოსწავლეებს შორის. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ მედლებით, ფეხბურთში გამარჯვებულ გუნდს გადაეცა თასი.

პროექტი სახვით ხელოვნებაში

ძველი ბერძნული კერამიკა. VIა და VIბ კლასები, პედაგოგი ელენე ჭელიძე.

სახელმძღვანელოთა ჩამონათვალი 2023-2024 სასწავლო წლისათვის

სახელმძღვანელოების ჩამონათვალი 2023-2024 სასწავლო წლისთვის

ბრძანება ფინანსური დავალიანების შესახებ

1გვ დავალიანება, 2გვ დავალიანება ბრძანების ტექსტის სანახავად მიჰყევით ბმულს.