გაცოცხლებული ქართული ფარდაგი, ხალიჩა და ორნამენტი

2018 წლის 8-9 ნოემბერს საპატრიარქოს წმ.ილია მართლის თბილისის სკოლაში მოეწყო სკოლასთან არსებული ფარდაგის, გობელენისა და ხალიჩის შემსწავლელი სახელოსნოს მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. გამოფენის სტუმრები იყვნენ: საქველმოქმედო ფონდ “ლაზარეს” ხელმძღვანელი – რეზო შარაბიძე, სკოლის ხელმძღვანელობა, მოსწავლეები და მშობლები. 
ნამუშევრებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და მათ ავტორებს დიპლომები და სიგელები გადაეცა. “ჩვენ, ყველა, საოცრებათა ქვეყანაში აღმოვჩნდით. პედაგოგ თინათინ ბუჩუკურმა და ჩვენმა მოსწავლეებმა დაუღალავი შრომით გაგვიცოცხლეს თითქმის მივიწყებული ქართული ფარდაგი, ხალიჩა, ორნამენტი.
“დიდი მადლობა თქვენ, თინა მასწავლებელო და ჩვენო საამაყო გოგონებო!” – განაცხადა სკოლის დირექტორის მოადგილემ აღმზრდელობით დარგში – ნელი გიორგობიანმა.
 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *