Category Archives: აქტივობები

გასვლითი გაკვეთილი მუზეუმში

24 ნოემბერს მე-3ა კლასი (პედაგოგი ეკა ჭოლოკავა) იმყოფებოდა მე-19 საუკუნის თბილისის ერთ-ერთ ულამაზეს სასახლე-მუზეუმში. ბავშვებმა დაათვალიერეს საგამოფენო დარბაზები გამორჩეული ექსპონატებით. სტუმრობის მიზანი იყო ბავშვების მუზეუმით, ხელოვნებითა და ეროვნული კულტურით დაინტერესება, ფანტაზიის გამომუშავება და გუნდური მუშაობის ხელშეწყობა.

მხიარული სტარტები

ჩვენი სკოლის ტრადიციული “მხიარული სტარტები” , რომელსაც ფიზკულტურის პედაგოგი ქეთევან ჩახვაშვილი ხელმძღვანელობს, ამჯერად მე-2 ბ და მე-3ა კლასებში ჩატარდა. მოსწავლეები სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს და ფიზკულტურის გაკვეთილებზე გამომუშავებული უნარები გამოსცადეს.

ბუნების გაკვეთილი

26 ოქტომბერს IV (ა) კლასი პედაგოგების: ნინო ფრანგიშვილისა და ნინო გელაშვილის ხელმძღვანელობით ბუნების გაკვეთილზე გაეცნენ მიკროსამყაროს. უფროსების დახმარებით ბავშვებმა შეისწავლეს ხელსაწყო – მიკროსკოპი და მისი გამოყენებით მცენარის უჯრედს დააკვირდნენ.

მეოთხეკლასელების ეკოთავგადასავალი

19 ოქტომბერს IV (ა) კლასმა მზრუნველი ნინო ფრანგიშვილის ხელმძღვანელობით ,საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში სასწავლო_ შემეცნებით პროგრამა ,,ეკოთავგადასავალში” მიიღო მონაწილეობა.

სასკოლო ოლიმპიადა ფრენბურთსა და ფეხბურთში

ოქტომბერში ჩატარდა შიდა სასკოლო ოლიმპიადა ფრენბურთსა და ფეხბურთში VI-XI კლსის მოსწავლეებს შორის. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ მედლებით, ფეხბურთში გამარჯვებულ გუნდს გადაეცა თასი.

პროექტი სახვით ხელოვნებაში

ძველი ბერძნული კერამიკა. VIა და VIბ კლასები, პედაგოგი ელენე ჭელიძე.

სახელმძღვანელოთა ჩამონათვალი 2023-2024 სასწავლო წლისათვის

სახელმძღვანელოების ჩამონათვალი 2023-2024 სასწავლო წლისთვის

ბრძანება ფინანსური დავალიანების შესახებ

1გვ დავალიანება, 2გვ დავალიანება ბრძანების ტექსტის სანახავად მიჰყევით ბმულს.

ლაშქრობა ბირთვისში

6-7 მაისს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები სკოლის თვითმმართველობისა და სკოლასთან არსებული ტურისტული კლუბი “გზის” ორგანიზებით იმყოფებოდნენ ბირთვისში. მოსწავლეებმა დალაშქრეს ციხე და კანიონი. მათ მეგზურობას სკოლის დირექტორი, ბატონი მამუკა თედიაშვილი უწევდა.      

ინგლისური ენის გაკვეთილი გარემოს დაცვაზე.

ჩვენი სკოლის მე-4ბ კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე (პედაგოგი ნათია გიორგობიანი) ისაუბრეს ჩვენს პლანეტაზე, გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ დედამიწას მოვუფრთხილდეთ. ბავშვებმა მოიფიქრეს და ერთმანეთს გაუზიარეს რჩევები ჩვენი პლანეტისა და გარემოს დასაცავად.