Category Archives: აქტივობები

“მოხატე სააღდგომო კვერცხი” – სტუმრად ხელოვნების სასახლეში

6 აპრილს I ა კლასი (კლასის მზრუნველი ნინო ჯაში) ესტუმრა ხელოვნების სასახლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე “მოხატე სააღდგომო კვერცხი”. მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმი, მოისმინეს ისტორიები სხვადასხვა ქვეყნის სააღდგომო ტრადიციების შესახებ და ბოლოს საკუთარი ხელით მოხატეს სააღდგომო კვერცხები.

ეგვიპტური სამკაულის თემა ხელოვნების გაკვეთილზე.

მე-5 ბ კლასი, ხელოვნების პედაგოგი ელენე ჭელიძე.

სოციალურ სახელოსნო “კოდალაში”

24 მარტს ჩვენი სკოლის IIIა კლასის მოსწავლეები თავიანთ მზრუნველ ნინო ფრანგიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ სოციალურ სახელოსნო ,,კოდალაში”, სადაც ჩაუტარდათ მასტერკლასი სააღდგომო თემაზე. ბავშვებმა ბუნებრივი მასალისგან დაამზადეს სააღდგომო კვერცხის სადგამები და მოხატეს ისინი.  

გამოფენა “პორტრეტი”

ჩვენი  სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების მორიგი გამოფენა. ხელოვნების პედაგოგი ელენე ჭელიძე.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ინგლისურის გაკვეთილზე

დღეს ჩვენს სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ინგლისური ენის პედაგოგმა თეა ცილიკიშვილმა მე-7ა კლასს წარუდგინა მარკ ტვენის ” ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი”.

ქართული კალიგრაფიის კონკურსი

საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის თბილისის სკოლაში 1-ელ დეკემბერს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ინიციატივით ჩატარდა კონკურსი ქართულ კალიგრაფიაში.

ჩვენი სკოლის მოსწავლეთა ქველმოქმედება

საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის მოსწავლეებმა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ტანისამოსი შეაგროვეს. ისნის გამგეობის დახმარებით საშობაოდ ტანსაცმელი და სხვა საჩუქრები ადრესატებამდე მივა.

გასვლითი გაკვეთილები

20 დეკემბერს ჩვენი სკოლის III ა კლასის მოსწავლეები თავიანთ მზრუნველთან, ნინო ფრანგიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ხელოვნებისა და ისტორიის მუზეუმში. ბავშვებმა დაათვალიერეს საინტერესო ექსპოზიცია.

ინტეგრირებული გაკვეთილი საქართველოს ისტორიასა და საღვთო სჯულში

15 დეკემბერს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის თბილისის სკოლის მე-5 ბ კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გასვლითი გაკვეთილი საქართველოს ისტორიასა და საღვთო სჯულში.

სტუმრად ექსპერიმენტორიუმში

16 დეკემბერს მეხუთე ა კლასი პედაგოგ ნათია მეკოკიშვილთან ერთად Ექსპერიმენტორიუმს ესტუმრა. Ბავშვებმა აქ იხილეს ფიზიკის ინტერაქტიული ექსპონატები, რომლებიც მექანიკის, Ენერგიის, ბგერისა თუ ოპტიკის ვიზუალიზაციას ქმნიან. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს აზოტის ქიმიურ ექსპერიმენტშიც.