სწავლის გადასახადთან დაკავშირებული ცვლილება
ბრძანება კ/N 110 (ამონაწერი) თბილისი 23 მაისი; 2023 წელი;
2023 – 2024 სასწავლო წლის სკოლის სწავლის გადასახადთან დაკავშირებით. საქართველოს კანონის ,,ზოგადი განათლების შესახებ“, სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე და დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე ვბრძანებ: 1.მიმდინარე 2023 – 2024 სასწავლო წელს საპატრიარქოს განათლების ცენტრთან შეთანხმებით სწავლის წლიურ გადასახადად დადგინდეს თანხა 800 (რვაასი) ლარი მოსწავლეზე. სკოლის მოსწავლის დედმამიშვილზე, რომელიც სწავლობს ჩვენს სკოლაში, წლიურ გადასახადად განისაზღვროს 20 ლარი კალენდარულ თვეში. 2.სოციალურად დაუცველ მოსწავლეთა ოჯახებზე (70 000 ქულა და ნაკლები) სწავლის წლიური გადასახადი განახევრდეს სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ. 3.დაევალოს სკოლის საფინანსო სამსახურის უფროსს ამ ბრძანების გათვალისწინება მის საქმიანობაში, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. 4.კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საფინანსო სამსახურის უფროსს მანანა ჭანტურიას. 5.ბრძანებით დაინტერესებული პირებისთვის გაცნობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაევალოს სკოლის საქმეთა მმართველს მაია ჯაფარიძეს.
Leave a Reply