Category Archives: სიახლეები

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ინგლისურის გაკვეთილზე

დღეს ჩვენს სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ინგლისური ენის პედაგოგმა თეა ცილიკიშვილმა მე-7ა კლასს წარუდგინა მარკ ტვენის ” ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი”.

ჩვენი სკოლის 2020-2021 წლის მედალოსნები

საპატრიარქოს წმ.ილია მართლის თბილისის სკოლის 2020-2021 წლის რვა წარჩინებული მეთორმეტეკლასელი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვა.

ქართული კალიგრაფიის კონკურსი

საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის თბილისის სკოლაში 1-ელ დეკემბერს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ინიციატივით ჩატარდა კონკურსი ქართულ კალიგრაფიაში.

ჩვენი სკოლის მოსწავლეთა ქველმოქმედება

საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის მოსწავლეებმა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ტანისამოსი შეაგროვეს. ისნის გამგეობის დახმარებით საშობაოდ ტანსაცმელი და სხვა საჩუქრები ადრესატებამდე მივა.

გასვლითი გაკვეთილები

20 დეკემბერს ჩვენი სკოლის III ა კლასის მოსწავლეები თავიანთ მზრუნველთან, ნინო ფრანგიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ხელოვნებისა და ისტორიის მუზეუმში. ბავშვებმა დაათვალიერეს საინტერესო ექსპოზიცია.

ინტეგრირებული გაკვეთილი საქართველოს ისტორიასა და საღვთო სჯულში

15 დეკემბერს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის თბილისის სკოლის მე-5 ბ კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გასვლითი გაკვეთილი საქართველოს ისტორიასა და საღვთო სჯულში.

სტუმრად ექსპერიმენტორიუმში

16 დეკემბერს მეხუთე ა კლასი პედაგოგ ნათია მეკოკიშვილთან ერთად Ექსპერიმენტორიუმს ესტუმრა. Ბავშვებმა აქ იხილეს ფიზიკის ინტერაქტიული ექსპონატები, რომლებიც მექანიკის, Ენერგიის, ბგერისა თუ ოპტიკის ვიზუალიზაციას ქმნიან. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს აზოტის ქიმიურ ექსპერიმენტშიც.  

“ანბანის შემობრძანება” I ა კლასში

17 ოქტომბერს I ა კლასში ჩატარდა საზეიმო გაკვეთილი- “ანბანის შემობრძანება”, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე.

მხატვრული ტანვარჯიშის ტურნირის გამარჯვებული ჩვენი მოსწავლეა

ჩვენი სკოლის მე-3ა კლასის მოსწავლე ნინი ცხომარია მონაწილეობდა  ნელი სალაძის მხატვრული ტანვარჯიშის აკადემიის საერთაშორისო ტურნირში “ნელის თასი 2022”  , რომელშიც პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა.

დადგენილება სკოლის გადასახადთან დაკავშირებით

   ilia martali