ბრძანება ექსტერნის შესახებ

ზოგადი განათლების I-XI კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე I-XI კლასში/სემესტრში შემავალი
საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის
ფორმით დაძლევის გამოცდის ჩატარების და ექსტერნად რეგისტრაციის ვადების დადგენის
შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის
2023 წლის 26 დეკემბრის №524 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების“
მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ლ“ ქვეპუნქტების, „ექსტერნატის ფორმით მიღებული
განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N18/ნ ბრძანებით დამტკიცებული
„ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების” მე-7 მუხლის
პირველი პუნქტის, ,,სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების მიზნით
ინიციატივების/პროექტების წარმოდგენის წესისა და ვადების დამტკიცების შესახებ”
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 15
იანვრის N28880 ბრძანების საფუძველზე და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის 2024 წლის 18 სექტემბრის N1151992 მოხსენებითი
ბარათის გათვალისწინებით

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. ზოგადი განათლების I-XI კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე I-XI კლასში/სემესტრში
შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების
ექსტერნატის ფორმით დაძლევის:
ა) გამოცდაზე ექსტერნად რეგისტრაციის ვადა დადგინდეს 2024 წლის 23 სექტემბრიდან 2024
წლის 27 სექტემბრის ჩათვლით;
ბ) გამოცდის ჩატარების ვადა დადგინდეს 2024 წლის 3 ოქტომბრიდან 2024 წლის 18 ოქტომბრის
ჩათვლით.
2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცემიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო
სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის მინისტრი
გიორგი ამილახვარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *