Category Archives: სიახლეები

ლაშქრობა ბირთვისში

6-7 მაისს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები სკოლის თვითმმართველობისა და სკოლასთან არსებული ტურისტული კლუბი “გზის” ორგანიზებით იმყოფებოდნენ ბირთვისში. მოსწავლეებმა დალაშქრეს ციხე და კანიონი. მათ მეგზურობას სკოლის დირექტორი, ბატონი მამუკა თედიაშვილი უწევდა.      

გასეირნება ლონდონში

ჩვენი სკოლის მე-4 გ კლასში ჩატარდა საჩვენებელი გაკვეთილი ინგლისურ ენაში ლონდონის ღირსშესანიშნაობების შესახებ – “ტური ლონდონის ირგვლივ”. ინგლისური ენის პედაგოგი თეა ცილიკიშვილი.  

ეგვიპტური სამკაულის თემა ხელოვნების გაკვეთილზე.

მე-5 ბ კლასი, ხელოვნების პედაგოგი ელენე ჭელიძე.

სოციალურ სახელოსნო “კოდალაში”

24 მარტს ჩვენი სკოლის IIIა კლასის მოსწავლეები თავიანთ მზრუნველ ნინო ფრანგიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ სოციალურ სახელოსნო ,,კოდალაში”, სადაც ჩაუტარდათ მასტერკლასი სააღდგომო თემაზე. ბავშვებმა ბუნებრივი მასალისგან დაამზადეს სააღდგომო კვერცხის სადგამები და მოხატეს ისინი.  

კინგსის ოლიმპიადის გამარჯვებული

ჩვენი სკოლის მე-3ა კლასის მოსწავლე ანდრია ლორთქიფანიძემ  კინგსის ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაზე I ადგილი მოიპოვა. ვულოცავთ ანდრიასა და მის პედაგოგ ნინო ფრანგიშვილს ამ გამარჯვებას.  

ბრძანება ფინანსური დავალიანების შესახებ

1გვ დავალიანება 2გვ დავალიანება ბრძანების ტექსტის სანახავად, მიჰყევით ბმულს.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ინგლისურის გაკვეთილზე

დღეს ჩვენს სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ინგლისური ენის პედაგოგმა თეა ცილიკიშვილმა მე-7ა კლასს წარუდგინა მარკ ტვენის ” ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი”.

ჩვენი სკოლის 2020-2021 წლის მედალოსნები

საპატრიარქოს წმ.ილია მართლის თბილისის სკოლის 2020-2021 წლის რვა წარჩინებული მეთორმეტეკლასელი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვა.

ქართული კალიგრაფიის კონკურსი

საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის თბილისის სკოლაში 1-ელ დეკემბერს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ინიციატივით ჩატარდა კონკურსი ქართულ კალიგრაფიაში.

ჩვენი სკოლის მოსწავლეთა ქველმოქმედება

საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის მოსწავლეებმა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ტანისამოსი შეაგროვეს. ისნის გამგეობის დახმარებით საშობაოდ ტანსაცმელი და სხვა საჩუქრები ადრესატებამდე მივა.