გასვლითი გაკვეთილები
20 დეკემბერს ჩვენი სკოლის III ა კლასის მოსწავლეები თავიანთ მზრუნველთან, ნინო ფრანგიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ხელოვნებისა და ისტორიის მუზეუმში. ბავშვებმა დაათვალიერეს საინტერესო ექსპოზიცია. ნახეს თამარ მეფის კაბის ასლი ( ოქრო- ვერცხლითა და მარგალიტებით მოქარგული), სამეფო გვირგვინი და მეფეთა ტანისამოსი, აგრეთვე ძველებური საბრძოლო იარაღები; იაკობ გოგებაშვილის კუთვნილი ავეჯი , რევაზ ლაღიძის ფორტეპიანო. ნახეს ფაიფურისგან დამზადებული ბუხარი, რომელიც ერთადერთია მსოფლიოში. მოსწავლეები გაეცნენ თანამედროვე ქართველი მხატვრების შემოქმედებასაც. მათ ესაუბრნენ სხვადასხვა ქვეყნის საშობაო ტრადიციებზე. ბოლოს კი მუზეუმის სახელოსნოში ბავშვებმა ნაძვის ხის სათამაშოები დაამზადეს.
Leave a Reply