ღმერთმანი
ღმერთმანი – შემოკლებული სიტყვაა და ნიშნავს – ღმერთმა იცის. ერთგვარი სახეა სიმართლის დამამტკიცებელი საფიცარი ფორმულისა. ამ ფიცით მიმართავენ მაშინ, როდესაც ადამიანს სიმართლის დამტკიცების რაიმე საშუალება არ მოეპოვება. იგულისხმება, რომ რაც კაცმა არ იცის, ის ღმერთმა იცის და მოწმედ მისი დასახელება სრულიად საკმარისია.
Leave a Reply