“რა შეუძლიათ ლექსებს?”- ღია გაკვეთილი
დღეს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლაში მე-7 ბ კლასის მოსწავლეებს ღია გაკვეთილი ჰქონდათ ქართულ ენასა და ლიტერატურაში( პედაგოგი ნატო გოგოლაშვილი). გაკვეთილს დაესწრნენ საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის წარმომადგენელი, ქალბატონი ლეილა მანჯგალაძე და ჩვენი სკოლის პედაგოგები.
გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა. “პოეზიის დილა” ლიტერატურის სახვადასხვა ფორმაზე: პროზასა და პოეზიაზე საუბრით დაიწყო. მოსწავლეებმა ერთმანეთს შეადარეს პოეტური და პროზაული ნაწარმოებები მათი ფორმისა და შინაარსის მიხედვით; ისაუბრეს ქართული პოეზიის წარმოშობაზე. შუბერტისა და შოპენის მუსიკალური ნაწარმოებების ფონზე წაიკითხეს კლასიკოსი და თანამედროვე პოეტების ლექსები. მეშვიდეკლასელებმა შეაფასეს შოთა რუსთაველის, ილიას, აკაკის, ვაჟას, გალაკტიონის, ტიციან ტაბიძის, ტერენტი გრანელის, ლადო ასათიანის, ანა კალანდაძისა და სხვა ქართველი პოეტების შეხედულებები პოეზიაზე, ლექსზე და მის დანიშნულებაზე და გასცეს პასუხი გაკვეთილის მთავარ კითხვას:”რა შეუძლიათ ლექსებს?” სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს პედაგოგ ნატო გოგოლაშვილსა და მის მოსწავლეებს საინტერესო და სასიამოვნო გაკვეთილის ჩატარებისთვის.
Leave a Reply