“რა შეუძლიათ ლექსებს?”- ღია გაკვეთილი

დღეს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლაში მე-7 ბ კლასის მოსწავლეებს ღია გაკვეთილი ჰქონდათ ქართულ ენასა და ლიტერატურაში( პედაგოგი ნატო გოგოლაშვილი). გაკვეთილს დაესწრნენ საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის წარმომადგენელი, ქალბატონი ლეილა მანჯგალაძე და ჩვენი სკოლის პედაგოგები.
გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა.  “პოეზიის დილა” ლიტერატურის სახვადასხვა ფორმაზე: პროზასა და პოეზიაზე საუბრით დაიწყო. მოსწავლეებმა ერთმანეთს შეადარეს პოეტური და პროზაული ნაწარმოებები  მათი ფორმისა და შინაარსის მიხედვით; ისაუბრეს ქართული პოეზიის წარმოშობაზე. შუბერტისა და შოპენის მუსიკალური ნაწარმოებების ფონზე წაიკითხეს კლასიკოსი  და თანამედროვე პოეტების ლექსები. მეშვიდეკლასელებმა შეაფასეს შოთა რუსთაველის,  ილიას, აკაკის, ვაჟას, გალაკტიონის, ტიციან ტაბიძის, ტერენტი გრანელის, ლადო ასათიანის, ანა კალანდაძისა და სხვა ქართველი პოეტების შეხედულებები პოეზიაზე, ლექსზე და მის დანიშნულებაზე და გასცეს პასუხი გაკვეთილის მთავარ კითხვას:”რა შეუძლიათ ლექსებს?”  სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს პედაგოგ ნატო გოგოლაშვილსა და მის მოსწავლეებს საინტერესო და სასიამოვნო გაკვეთილის ჩატარებისთვის.

63769_303061823216772_2320331752616689173_n (1) 1004550_303060573216897_3164692392184092899_n 1508532_303063353216619_5581959698130338014_n 1901765_303060579883563_8771844061279737164_n 1937442_303063096549978_5648246894378528375_n (1) 10154914_303061123216842_2169700280035890261_n (1) 10383094_303061766550111_5841309311059314321_n 10389614_303061643216790_5883202087588919020_n 10436341_303062933216661_5764797063893387402_n 10502205_303060456550242_2380363956688103590_n 10524663_303061269883494_5314745277516652104_n 10846135_303060323216922_2060725072180545927_n 10848014_303061533216801_2450445681659641014_n 10849891_303061966550091_3141560623489924271_n 10850137_303061353216819_5519441566233696788_n (1) 10857865_303061209883500_5499575178934875409_n

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *