ჩვენი სკოლის პატარა ხატმწერების ნამუშევრების გამოფენა
2015 წლის 4 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიხსნა საქართველოს საპატრიარქოს წმ. ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის პატარა ხატმწერების გამოფენა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 8-17 წლამდე ასაკის მოსწავლეთა 38-ზე მეტი ხატი. გამოფენის გახსნას საზეიმო ელფერს სძენდა ჩვენი სკოლის მგალობელთა გუნდის მიერ შესრულებული საგალობლები(პედაგოგი ნონა ლაბაური), ასევე საგანგებოდ დამონტაჟებულ ეკრანზე ხატწერის წრის სამუშაო პროცესის ამსახველი კადრების ჩვენება. პატარა ხატმწერების ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა დამთვალიერებლებში.
საპატრიარქოს წმ. ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის დირექტორის მოადგილემ ქალბატონმა ნელი გიორგობიანმა და ხატწერის პედაგოგმა ქეთევან ყურაშვილმა გამოფანაში მონაწილე მოსწავლეებს გადასცეს სამახსოვრო სიგელები და ხატები . ხატწერის პედაგოგ ქეთევან ყურაშვილს სკოლის დირექტორმა ბატონმა მამუკა თედიაშვილმა მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის.
Leave a Reply