საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” კონკურსი

საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ 10- დან 25 წლამდე ასაკის ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის აცხადებს კონკურსს თემაზე:
„რად მიყვარს ჩემი სამშობლო“

გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ კატეგორიებში:
საუკეთესო ლექსი
საუკეთესო მოთხრობა
საუკეთესო ესეი
საუკეთესო ბლოგი
*კონკურსში მონაწილეობისათვის მასალები მიიღება 2015 წლის 14 მაისამდე როგორც ელექტრონული ფოსტის,ასევე „საქართველოს ფოსტის“ საშუალებით .
*კონკურსის მონაწილეთა ნაშრომებს სპეციალური ჟიური შეაფასებს.
* გამარჯვებულთადაჯილდოება გაიმართება ა.წ. 26 მაისს საპატრიარქოსტელევიზია „ერთსულოვნების“ ღონისძიებათა დარბაზში.
ღმერთმა დაგლოცოთ!
გისურვებთ წარმატებებს!
მისამართი
საქართველოს საპატრიარქოსტელევიზია „ერთსულოვნება“
თბილისი,0186, სანდროეულის ქუჩა N3
ელ. ფოსტა: tv@ertsulovneba.ge
გთხოვთ, ელ.ფოსტით გამოგზავნილი წერილის სათაურში მიუთითოთ „კონკურსი

კონკურსი ისტორიულ-ლიტერატურულ ნაშრომზე „საქართველო დავით აღმაშენებლის ეპოქაში“

2015 წლის 9 თებერვლიდან- 12 მარტამდე , წმ.გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემია აცხადებს კონკურსს ისტორიულ-ლიტერატურულ ნაშრომზე „საქართველო დავით აღმაშენებლის ეპოქაში“ .

კონკურსი საქართველოს მასშტაბით, ორ ეტაპად , ოთხ საკონკურსო ჯგუფში ჩატარდება;
1. საჯარო და კერძო სკოლების მეათე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეები;
2. უმაღლესი სასწავლებლების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტები;
3. უმაღლესი სასწავლებლების და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებების პედაგოგები და მეცნიერ-თანამშრომლები;
4. სხვა დაინტერესებული პირები.
კონკურსის პირველი ეტაპი
შესარჩევი ტური პირველი, მეორე, მესამე საკონკურსო ჯგუფებისათვის ჩატარდება სასწავლო, სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებებში რეცენზიის მისაღებად. დადებითად რეცენზირებული ნაშრომი წარედგინება აკადემიას ქვემოთ მითითებულ საკონთაქტო მისამართზე. მეოთხე საკონკურსო ჯგუფი, ნაშრომს წარადგენს უშუალოდ აკადემიაში. თითოეულმა კონკურსანტმა ნაშრომი უნდა მოამზადოს ინდივიდუალურად და წარადგინოს დამოწმებულ რეცენზიასთან ერთად, წერილობით ფოსტით, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად, ქართულ ენაზე: მოსწავლეებმა 8–10 –მდე გვერდი; სტუდენტებმა, პედაგოგებმა, მეცნიერ–თანამშრომლებმა და სხვა დაინტერესებულ პირებმა 12-15 –მდე გვერდი.
კონკურსის ჩატარების ვადები
კონკურსის პირველი ეტაპი – შესარჩევი ტური ჩატარდება 2015 წლის 9 თებერვლიდან 12 მაისამდე .კონკურსის მეორე ეტაპი – დასკვნითი ტური ჩატარდება 2015 წლის 12 მაისიდან 01 სექტემბრამდე.სამეცნიერო კონფერენცია და გამარჯვებულთა დაჯილდოვება ჩატარდება 2015 წლის 24 სექტემბერს ქალაქ მარტვილში.ნაშრომთა კრებული გამოიცემა 2015 წლის 24 სექტემბერს
საკონტაქტო ინფორმაცია :
ტელ: 577929901; 577171676
მისამართი
წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემია

თბილისი,0186, სანდრო ეულის ქუჩა N3;
ელ. ფოსტა: Gchacademy@gmail.com

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *