ჩვენი სკოლის ბიჭუნათა გუნდის წარმატება
საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის პირველ ეროვნულ კონკურსზე ჩვენი სკოლის ბიჭუნათა გუნდმა პედაგოგ ლალი კაპანაძის ხელმძღვანელობით მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. კონკურსში მონაწილეობდა 260 საჯარო და ხელოვნების სამუსიკო სკოლის გუნდი.
აღსანიშნავია, რომ ქალბატონმა ლალი კაპანაძემ 4 სკოლის გუნდი წარადგინა კონკურსზე. ყველა მათგანმა საპრიზო ადგილი მოიპოვა. ვულოცავთ ქალბატონ ლალისა და ჩვენი სკოლის გუნდის წევრებს ამ გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ.
Leave a Reply