თოვს…

თოვს… ყველაფერს თოვლი ფარავს. ნაზი ფიფქები ეშვებიან სიხარულით, მაგრამ ნელა, მშვიდად და აუჩქარებლად! უხარიათ ახალი წლის მოსვლა. ნაძვები საახალწლოდ უკვე მორთულ-მოკაზმულნი არიან თეთრი ნაბდებით. გვიღიმიან, გვესალმებიან და გვილოცავენ ახალი წლის მოსვლას,  გვისურვებენ სიხარულს, სიყვარულსა და წარმატებებს!
გარემო გვეძახის, რომ გავიდეთ, გავერთოთ, ვიმხიარულოთ! ციგა უკვე მზადაა ჩვენს გასასეირნებლად. ფიფქებიც უხვად ცვივა ქათქათა ციდან, თითქოსდა ფიქრობენ, კიდევ უფრო სწრაფად დავეშვეთ მიწაზე, კიდევ უფრო მოვუხშიროთ, რომ არემარე სულმთლად გავაცისკროვნოთ და გავალამაზოთო.
ეს ახალი წელია! მას თითოეული ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს – იგი ყველას უყვარს!

სალომე მიქელაძე. მე-7ბ კლასი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *