მეორეკლასელთა საახალწლო ღონისძიება
დღეს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის მე-2-გ კლასის მოსწავლეებმა(მზრუნველი ეკა ჭოლოკავა) საახალწლო ღონისძიება ჩაატარეს. საზეიმო კოსტიუმებში გამოწყობილმა პატარებმა საობაო-საახალწლო განწყობა შეუქმნეს მაყურებელს. მოსწავლეებმა საახალწლო ლექსებით, ბრძნული სადღეგრძელოებით მოგვილოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი. სცენაზე გააცოცხლეს ზღაპრის გმირები: წითელქუდა, მგელი, ფერიები. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მეორეკლასელების მიერ აკადემიურ დონეზე შესრულებულმა სიმღერებმა და ცეკვებმა. სკოლის დირექტორის მოადგილემ, ქალბატონმა ნელი გიორგობიანმა დიდი მადლობა გადაუხადა ბავშვებს და მათს პედგოგ ეკა ჭოლოკავას, ასევე მუსიკის პედაგოგ ლალი კაპანაძეს ასეთი საინტერესო და სასიამოვნო ღონისძიების მომზადებისთვის.
Leave a Reply