ჩვენი ჯარისკაცები
ჯარისკაცი – ეს არის ადამიანი, რომელიც მზადაა თავი გაწიროს სამშობლოსათვის. საუკუნეების წინ ადამიანებს ხშირად უწევდათ ბრძოლა, ომებში მონაწილეობა და ამის გამო მათ მეომრებს უწოდებდნენ.
ჩემი აზრით, ჯარისკაცი უნდა გამოირჩეოდეს პატრიოტიზმით, რადგან თუ მას თავისი სამშობლო არ უყვარს, მას არ დაიცავს, თავგანწირვაზე ხომ საუბარი ზედმეტია.
ჩვენმა ქვეყანამ მრავალი ომი გადაიხადა: დიდგორის, მარაბდის, ტაშისკარის, კრწანისის… ბრძოლების უმრავლესობა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ჩვენი ქვეყნის გამარჯვება ჩვენი სახელოვანი მეფეებისა და მეომრების წყალობა იყო.
ქართველი ყმაწვილები ადრეული ასაკიდან იწებდნენ საომარი ილეთების შესწავლას. სწავლობდნენ, როგორ დაეჭირათ ხანჯალი, ხმალი თუ ფარი,ითვისებდნენ, თუ როგორ უნდა მდგარიყვნენ მყარად ბრძოლის ველზე. ქართველი მეომარი არასდროს იკადრებდა ბრძოლის ველის დატოვებას .
„უნდა გაზარდოს დედამა ვაჟი მტრის გამჯავრებელი,
აუგის მთქმელი არ იყოს, არც ფეხის დამწყნარებელი,
არც აშინებდეს სიკვდილი, სიცოცლის გამმწარებელი.“
ასეთი შთაგონებით იზრდებოდნენ თაობები ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ის სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდა , არა მხოლოდ საკუთარი მამაულის დასაცავად, არამედ სხვა ქვეყნის მშვიდობისთვისაც. ჩვენი ჯარისკაცების იმედი, როგორც საქართველოს ასევე უცხო ქვეყანასაც ჰქონია.
მეათე საუკუნის გასულს ბერძნების იმპერატორს, ბასილს აუჯანყდა მთავარსარდალი ბარდა სკლიაროსი. აჯანყებულს ჰყავდა მრავალ ომში გამოცდილი ძლიერი ჯარი და თვითონაც ჩინებული სარდალი იყო. მან ბევრჯერ დაამარცხა ბერძენთა ჯარი. იმპერატორი შეშინდა და დახმარება ივერიის მონასტერში მცხოვრებ ყოფილ სარდალს თორნიკე ერისთავსა და საქართველოს მბრძანებელს დავით კურაპალატს სთხოვა . ქართველთა მრავალათასიანმა ჯარმა განსაცდელში ჩავარდნილ ბერძნებს დახმარება გაუწია და ბარდა სკლიაროსი სასტიკად დაამარცხა.
1768 წელს რუსეთ–თურქეთის ომის დროს რუსეთის დედოფალმა ეკატერინემ ქართველთა მეფეს ერეკლე მეორეს სთხოვა დახმარება.
გასაკვირი არაა, რომ ქართველი ჯარისკაცები ეხლაც იბრძვიან, როგორც საკუთარი სამშობლოს, ასევე სხვა ქვეყნების მშვიდობისა და თავისუფლებისთვის. ჩვენი შეიარაღებული ჯარის ნაწილები ერაყსა და ავღანეთში ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვიან.
ქართველი ჯარისკაცების გმირობისა და თავდადების შესახებ ბევრი რამ გაგვიგია და წაგვიკითხავს, მაგრამ საკუთარი თვალით ნანახი უფრო დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე მოსმენილი თუ წაკითხული.
2008 წლის 8 აგვისტო ჩემთვის ყველაზე სანატრელი დღე იყო, რადგან ექვსი წლის ვხდებოდი და სკოლაში პირველად მივდიოდი. დაბადების დღეზე ბევრი სტუმარი არ მოვიდა. მახსოვს, ტელევიზორში გამოაცხადეს , რომ ომი დაიწყო და ჩვენმა ჯარისკაცებმა მტერს წინააღმდეგობა გაუწიეს. მაშინ პატარა ვიყავი და არ მესმოდა რას ნიშნავდა სიტყვა „ ომი“ ან „ჯარისკაცი“ . ჩემი ოჯახის წევრები სუფრის მაგივრად ტელევიზორს მიუსხდნენ. მეც მათთან მივედი და ვნახე, როგორ დაფრინავდნენ ვერტმფრენები თბილისის თავზე. ვუყურებდი, როგორ მიდიოდნენ ჩვენი ჯარისკაცები საქართველოს დასაცავად. ტელევიზორში დაჭრილ ადამიანებსაც აჩვენებდნენ. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ჩვენი ჯარისკაცები ჩვენთვის და ჩვენი საქართველოსთვის თავს გაწირავდენენ და ჩემი ნატვრა, აუცილებლად ამისრულდებოდა, სკოლის მერხს აუცილებლად მივუჯდებოდი.
დღეს , XXI საუკუნეში, გმირობა , ვაჟკაცობა, თავგანწირვის უნარი, ფიზიკური სიძლიერე ლეგენდას, ზღაპარს ჰგავს. მაგრამ, თუ კარგად დავფიქრდებით, მივხვდებით რომ ჩვენს ჯარისკაცებს ყველა ეს თვისება აქვთ.
ლიზი ხუციშვილი. მე-7 კლასი.
Leave a Reply