უნდა მისდიოს თუ არა ადამიანმა მოდას?
21-ე საუკუნეში გემოვნებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ . ადამიანები ვეღარ “ადამიანობენ”. აკვირდებიან, რა “ბრენდის” ტანსაცმელი გაცვია, რომელი სუნამო გასხია. ყოველი ადამიანი გარკვეულ ზეგავლენას ახდენს მეორეზე. გამოდის, რომ ყველა ვიღაცის ზეგავლენას განიცდის.
თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც საკუთარი, ინდივიდუალური შეხედულება გააჩნია ყველაფერზე, მათ შორის – მოდაზეც.
ჩემი აზრით, ადამიანი ზედმეტად არ უნდა მიჰყვეს მოდას. საკუთარი ფანტაზია და განწყობა უნდა მოიშველიოს, რადგან მოდის აყოლით, შესაძლოა, საკუთარი თავი დაკარგოს. ტანისამოსი ადამიანმა უნდა ატაროს და არა- პირიქით.
ადამიანის გაცნობისას თავდაპირველად ყურადღებას იქცევს მისი გარეგნობა, ჩაცმულობა. ტანსაცმელი, ჩაცმის სტილი ხშირად მის შინაგან სამყაროსაც გამოხატავს. ალბათ, ამიტომ ახალგაზრდები ზოგჯერ გადაჭარბებულ ყურადღებას აქცევენ მას და ხშირად სხვის ნიღაბს ირგებენ. ცდილობენ მეტი ყურადღება მიაქციონ სხვების აზრს, შეხედულებას, ვიდრე საკუთარი სულის კარნახსს. ეს კი ხშირად პიროვნების გაორებას, შინაგან კონფლიქტს იწვევს. ამიტომ, უმჯობესია მოდასთან მიმართებითაც ზომიერება დავიცვათ.
მარიამ გოლეთიანი. მე-9 კლასი.
Leave a Reply