საქართველოს სახალხო არტისტი ლეო ანთაძე ჩვენს სკოლაში
გუშინ საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლას საქართველოს დამსახურებული არტისტი ლეო ანთაძე ესტუმრა. სკოლის დარბაზში შეკრებილი მოსწავლეები ინტერესით უსმენდნენ არაჩვეულებრივი მსახიობის ბიოგრაფიას, დამსახურებებს და დიდი ცნობისმოყვარეობით ელოდნენ სცენაზე მის გამოჩენას.
ლეო ანთაძემ გაიხსენა თავისი ბავშვობა, ქვიშხეთში ცნობილ ადამიანებთან შეხვედრის ეპიზოდები. ასევე, მსახიობმა ჩვეული სამსახიობო ოსტატობით წარმოუდგინა მაყურებელს მონოსპექტაკლი. შეასრულა სხვადასხვა სკეტჩი ცნობილი სპექტაკლებიდან: “ბათა ქექია”, “კოლხეთის ცისკარი”, “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”. მოსწავლეები ემოციებს ვერ მალავდნენ. მათ დაუვიწყარი შთაბეჭდილება და დიდი სულიერი საზრდო მიიღეს. სპექტაკლის ბოლოს მსახიობმა ბავშვების გულწრფელი მქუხარე ტაში დაიმსახურა. დღეს სკოლაში ლეო ანთაძის ავტოგრაფით არაერთი მოსწავლე იწონებდა თავს.
Leave a Reply