კონკურსი მეთორმეტეკლასელთათვის “ერს წიგნიერება გადაარჩენს”
ა. წ. 12 აპრილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში ( მისამართი; ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, უნივერსიტეტის ქუჩა 11, თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობა, საგამოცდო ცენტრში, თსუ მაღლივი კორპუსის წინ), დედაენის დღესთან დაკავშირებით ჩაატაროს კონკურსი; “ერს წიგნიერება გადაარჩენს”, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქ. თბილისის საჯარო და კერძო სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეები.
კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება დღის 11;00 საათზე, საკონკურსო წერითი დრო 12;00 საათიდან -15;00 საათამდე.
კონკურსი ჩატარდება შემდეგ მიმართულებებში (თავისუფალი თემები 6 ნომინაციაში):
ქართული ლიტერატურა:
ქართული ხელოვნების ისტორია ( ვაზი ქართულ ხელოვნებასა და არქიტექტურაში ):
საქართველოს რელიგიის ისტორია ( ქართველ წმიდანთა ცხოვრება ):
საქართველოს სამართლის ისტორია:
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სამართალი:
საქართველოს საბრძოლო ხელოვნების ისტორია:
საქართველოს ისტორია ( მხარეთმცოდნეობა, არქეოლოგია, ეთნოგრაფია ):
საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი:
ვაზი ქართულ პოეზიასა და პროზაში:
პიროვნება და სამართალი.
ფონდის ბერი დავითის ( ჭაბუა ამირეჯიბი ) პრემიის მიმნიჭებელი სპეციალური კომისია გამოავლენს გამარჯვებულებს. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო საჩუქრებით და დიპლომებით. კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელი.
საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება პრესაში.
პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, ქალაქ თბილისის საკრებულო, ქალაქ თბილისის მერია, ბანკები და კერძო ორგანიზაციები.
Leave a Reply