“ოდა ვაზისა”
დღეს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლაში ჩატარდა ღონისძიება “ოდა ვაზისა”, რომელიც სკოლის დამაარსებლის, ბატონ ზურაბ ბუაძის ხსოვნას მიეძღვნა. მე-4ა კლასის მოსწავლეებმა და მათმა მზრუნველმა მანანა რამიშვილმა სკოლის ახლად გარემონტებულ დარბაზში შეკრებილ მაყურებელს გააცნეს ვაზის ისტორია, ყურძნის ჯიშები, ყურძნის პროდუქტების სიკეთე. მოსწავლეებმა მუსიკის პედაგოგ ლალი კაპანაძის დახმარებით ულამაზესი სიმღერებით შეამკეს შემოდგომა და ქართული ვაზი.
Leave a Reply