შეხვედრა აფხაზეთის ომის ვეტერანებთან
დღეს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის თბილისის სკოლამ აფხაზეთის ომის ვეტერანებს უმასპინძლა. ვაკის რაიონის ვეტერანთა კავშირის ხელმძღვანელის ბატონ ლევან ჩიჩუას ორგანიზებით ჩვენს სკოლას ეწვივნენ აფხაზეთის ომის მონაწილეები: საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით ცირამუა, ზაურ ალავიძე, ომარ ელაშვილი, ნუკრი ძნელაძე. შეხვედრას ასევე ესწრებოდა დაღესტნელი მწერალი, მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი ალი ისაევ-ავარსკი. სკოლის მოსწავლეებმა გულთბილი დახვედრა მოუწყვეს საპატიო სტუმრებს. წაიკითხეს ლექსები აფხაზეთზე, შეასრულეს ხალხური სიმღერები და საგალობლები.
Leave a Reply