სახიფათო გზა სკოლისკენ
ბევრი ბავშვისა და მათი მშობლებისთვის სკოლისკენ სავალ გზაზე ქუჩის გადაჭრა მგზავრობის ყველაზე საშიში მომენტია. მაგრამ ეს ბაშვები ჩინეთის დაბა გენგუანიდან დაწყებით სკოლაში მიდიან გზით, რომელიც უღელტეხილებსა და გვირაბებში გადის. ბილიკის სიგანე ნახევარ მეტრს არ აღემატება. ერთადერთი, რაც მშობლებს ამშვიდებთ, ის არის, რომ 49 ბავშვს გამოცდილი მასწავლებელი მიჰყვება.
ეს ამბავი ვინმეს შეიძლება უჩვეულოდ მოეჩვენოს, მაგრამ ამ ბავშვებისთვის ეს ცოდნისკენ სავალი ჩვეულებრივი გზაა.
კუნძულ სუმატრაზე (ინდონეზია) ოცამდე მოსწავლეს მდინარის გადალახვა ასეთი ხერხით უწევს, რათა სკოლამდე მიაღწიონ.
ამ დაბრკოლების დაძლევის შემდეგ კიდევ 11 კილომეტრია ჯუნგლებში სავალი და ეს უკვე ორი წელია გრძელდება; მას შემდეგ, რაც ადიდებულმა მდინარემ ხიდი მოშალა.
ერთ ინდონეზიურ სოფელში კი ბავშვები მეორე ნაპირზე მდებარე სკოლაში ჩაწყვეტილი ხიდით გადადიან.
კიდევ ერთ ინდონეზიურ დასახლებაში სკოლისკენ მიმავალი გზა აკვადუკზე გადის.
ეს მარშრუტი უფრო სახიფათოა, თუმცა 6 კილომეტრით ამოკლებს გზას სკოლამდე.
ფილიპინებზე მოსწავლეები მანქანის საბურავებს იყენებენ მდინარის გადასალახად და სკოლამდე მისაღწევად.
რაღა თქმა უნდა, სეზონური წვიმების დროს, როცა მდინარეები დიდდება, სკოლის გაცდენა უწევთ.
ფილიპინელ ბავშვებს საბურავები მაინც აქვთ; ვიეტნამში, პატარა ქალაქ თრონგ ხოაში 1-დან მე-5 კლასამდე ათეულობით მოსწავლეს დღეში ორჯერ უწევს მდინარის ცურვით გადალახვა. ტანსაცმელსა და წიგნებს პაკეტებში ალაგებენ, რათა არ დაუსველდეთ. მდინარის სიგანე აქ 15 მეტრია, სიღრმე კი 20 მეტრია.
ასეთი საბაგირო გონდოლები ნეპალშია გავრცელებული. ათწლეულების მანძილზე ბევრი უბედური შემთხვევა მოხდა.
კოლუმბიაში, ტროპიკულ ტყეებში მცხოვრები რამოდენიმე ოჯახიდან სკოლაში მიმავალ ბავშვებს მდინარე რიო-ნეგროს გადალახვა ასეთი ხერხით უხდებათ. ეს სკოლამდე მისაღწევი ერთადერთი გზაა. ფოლადის 800-მეტრიანი კაბელი მდინარიდან 400 მეტრის სიმაღლეზეა გაჭიმული. ეს გოგონა, დეიზი მორა და მისი ძმა იამიდი (ზის ტომარაში, რადგან ჯერ პატარაა, 5 წლის) საათში 80 კილომეტრის სიჩქარით მიჰქრიან. საჰაერო მოგზაურობა 60 წამი გრძელდება.
ამ ფოტოზე პალესტინელი გოგონა შუაფატის დევნილთა ბანაკიდან მშვიდად მიაბიჯებს სკოლისკენ ებრაულ – არაბული კონფლიქტის მიმდინარეობისას.
Leave a Reply