დედამიწის 10 ყველაზე დაბინძურებული მდინარე

წყლის რესურსებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას საშინელ შედეგებთან მივყავართ!
1.ციტარუმი.
კუნძულ იავას დასავლეთში მდებარე ეს მდინარე დედამიწაზე ყველაზე ბინძურია. მდინარე მრავალმხრივი დანიშნულებით გამოიყენება: სარწყავად, კანალიზაციის ჩასაშვებად და ახლომდებარე დასახლებული პუნქტების წყალმომარაგებისთვის.მდინარის აუზში 5 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ყოველდღიურად მდინარეში ტონობით ნაგავი და ქიმიური ნარჩენები იყრება. მდინარის პირვანდელ მდგომარეობამდე მისაყვანად რამოდენიმეათწლეული იქნება საჭირო.
image001 image002
2.ჯამნა.
ინდოეთის ეს მდინარე, რომლის სიგრძე 1500 კილომეტრამდეა და განგის ერთერთ შენაკადს წარმოადგენს, ინდოეთის დედაქალაქის უზარმაზარი სანაგვეა. დასახლებული კვარტლებიდან და საწარმოებიდან ტონობით ნაგავი და კანალიზაცია ჩაედინება პირდაპირ მდინარეში. მდინარის გაწმენდის მცდელობა მანამ არ მოიტანს შედეგს, სანამ უზარმაზარი მეგაპოლისის ინფრასტრუქტურა მთლიანად არ შეიცვლება.
image004 image003
3.განგი.
მდინარე განგი ყველაზე ცნობილია დაბინძურებულ მდინარეთა შორის. მის შესახებ უამრავი დოკუმენტური ფილმია გადაღებული. განგს ინდუსებისთვის საკულტო მნიშვნელობა აქვს. მდინარის დაბინძურებას განაპირობებს წარმოების ტოქსიკური ნარჩენები და პრიმიტიული საკანალიზაციო სისტემა. განგში ბანაობის შემდეგ დიდი შანსია „დაიმეგობროთ“ ჰეპატიტი, ქოლერა, დიზენტერია და ტიფი. ინდოეთში ყოველწლიურად უამრავი ადამიანი იღუპება დაბინძურებული წყლის გამოყენებისგან/
image006
4.მისისიპი.
პლანეტის ერთერთი ყველაზე დიდი და ყველაზე დაბინძურებული მდინარე. დაბინძურების ძირითად წყაროს სამრეწველო საწარმოები წარმოადგენენ. მისისიპიში მილიონობით ტონა ნარჩენი იყრება, რომელიც მდინარეს მექსიკის ყურეში ჩააქვს.
image007
5.სარნო.
იტალიის ეს მდინარე ევროპაში ყველაზე დაბინძურებულად ითვლება. დაბინძურების წყაროს აქაც ქალაქის კანალიზაცია და სამრეწველო ნარჩენები წარმოადგენს.
6.სამეფო მდინარე
სამთომომპოვებელმა მრეწველობამ ეს ერთ დროს სუფთა მდინარე ავსტრალიის ყველაზე ბინძურ მდინარედ გადააქცია.
image009
7.ბურიგანგა.
დედაქალაქთან ჩამავალი კიდევ ერთი მდინარე. დაკა ბანგლადეშის უდიდესი ქალაქია უამრავი საწარმოთი. ბურიგანგა ბიოლოგიურად მკვდარი მდინარეა. უმარტივესი ორგანიზმების გარდა მასში ყველა ცოცხალი არსება ამოწყდა. მისი წყლის გამოყენება ტექნიკური მიზნებითაც კი არ შეიძლება. მდინარის წყალს უსიამოვნო შავი ფერი აქვს და ყარს. მიუხედავად ამისა მას სასმელად მაინც იყენებენ.
image010
8.ხუანხე.
აზიის უდიდეს მდინარეთაგანი (სიგრძე 5000 კილომეტრს აღემატება). მის აუზში ყალიბდებოდნენ ხალხები და იქმნებოდა ისტორია. დღეს ხუანხე ყველაზე დაბინძურებულ მდინარეთა რიცხვში შედის, რადგან მის ნაპირებზე განლაგებულმა უამრავმა საწარმომ და ფერმერულმა მეურნეობამ მდინარე საკანალიზაციო არხად აქცია. ჩინეთის ხელისუფლება ჯერჯერობით ვერ ახერხებს მდგომარეობის გამოსწორებას.
image011
9.მარილაო.
მდინარე მარილაო (ფილიპინები) საწარმოების მიერ ბინძური წყლის ჩასაშვებ არხად არის ქცეული. ამას ემატება გაუწმენდავი კანალიზაცია. მიუხედავად სოლიდური ჯარიმებისა, მდინარის დაბინძურება მაინც გრძელდება.
image014
10.სუნხუაცზიანი.
ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ეს მდინარე „მოკლა“ ახლომდებარე ქიმიური საწარმოდან ჩაშვებულმა ბენზოლმა.
image015

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *