გასვლითი გაკვეთილი საღვთო სჯულსა და საქართველოს ისტორიაში
15 დეკემბერს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის თბილისის სკოლის მე-5 ბ კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გასვლითი გაკვეთილი საქართველოს ისტორიასა და საღვთო სჯულში. ისტორიის პედაგოგ ნანა ელერდაშვილთან და საღვთო სჯულის პედაგოგ ნათია პირტახიასთან ერთად მოსწავლეებმა მოიარეს მცხეთისა და თბილისის ტაძრები: სამთავროს დადათა მონასტერი, სვეტიცხოველი, ანჩისხატი, სიონი, მეტეხი, აბო თბილელის ტაძარი. ბავშვებმა წარმოადგინეს საკუთარი პრეზენტაციები თითოეულ ტაძარზე. ისინი ერთგვარ გიდობას უწევდნენ ერთმანეთს.
Leave a Reply