საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილის სკოლის მე-2 ა კლასის პედაგოგმა ნინო ფრანგიშვილმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში  გასვლითი გაკვეთილი ჩაატარა ძველ თბილისში.  გაკვეთილზე მიიწვიეს საღვთო სჯულის მასწავლებელი ნათია პირტახიაც. ბავშვებმა დაათვალიერეს და მოილოცეს სიონის საკათედრო ტაძარი, ნახეს წმ. ნინოს ვაზის ჯვარი და მიეახლნენ აწყურის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს.მოინახულეს მეტეხის ტაძარი. მოსწავლეები გაეცნენ ლეგენდას თბილისის დაარსების შესახებ. პედაგოგი ესაუბრა მათ წმ. ვახტანგ გორგასლის დამსახურებებზე. ძველი თბილისის ხედების დათვალიერების შემდეგ დღე ლისის ტბაზე პიკნიკით დასრულდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *