საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის II ა კლასმა და მათმა პედაგოგმა ნინო ფრანგიშვილმა მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტზე საგნობრივი მუშაობის შედეგი წარმოაჩინა 15 ივნისს გამართულ ვიქტორინაზე, სახელწოდებით ,,ძალა ერთობაშია”. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები კოვიდპანდემიის გამო პირველ კლასში მთელი წლის განმავლობაში ონლაინ სწავლებაზე იყვნენ. მეორე კლასში კი – ნაწილობრივ. მიუხედავად ამისა , კლასმა ნაყოფიერად იმუშავა. სკოლამ კლასი და მათი პედაგოგი ქების სიგელით დააჯილდოვა.
Leave a Reply