ცხადდება 2022 წლის კონკურსი – „ვ წ ე რ
თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ თ ე მ ა ს“.
კონკურსის მიზანია განსაკუთრებული ჰუმანიტარული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება.
კონკურსის იდეის ავტორი, საორგანიზაციო საბჭოსა და ჟიურის თავმჯდომარე – გია მურღულია, ფილოლოგიის დოქტორი, სკოლა „ლოგოსის“ სამეცნიერო ხელმძღვანელი.

კ ო ნ კ უ რ ს ი ს ო რ გ ა ნ ი ზ ა ტ ო რ ე ბ ი
• საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი – სეუ
• საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია
• ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა ასოციაცია
• საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ)
კ ო ნ კ უ რ ს ი ს მ ხ ა რ დ ა მ ჭ ე რ ე ბ ი
• საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
• საქართველოს პირველი არხი – საზოგადოებრივი მაუწყებელი
• საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
• მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
კ ო ნ კ უ რ ს ი ს მ ა ს პ ი ნ ძ ე ლ ი დ ა მ თ ა ვ ა რ ი
ს პ ო ნ ს ო რ ი
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი – სეუ (SEU)
კ ო ნ კ უ რ ს შ ი მ ო ნ ა წ ი ლ ე ო ბ ი ს პ ი რ ო ბ ე ბ ი
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მეათე-მეთორმეტე კლასების მოსწავლეებს, რომელთა წარმოდგენის უფლება ენიჭებათ საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს.
თითოეული სკოლიდან შესაძლოა მოვლინებული იყოს არაუმეტეს 3 მოსწავლისა.
მონაწილენი სკოლებმა უნდა დაარეგისტრირონ სპეციალურ ბმულზე:
კ ო ნ კ უ რ ს ი ს პ ი რ ო ბ ე ბ ი
კონკურსი ტარდება 2 ტურად.
პირველ ტურში მონაწილეთაგან ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო მოსწავლეები გადადიან მეორე (ფინალურ) ტურში.
მონაწილეებს, როგორც პირველ, ისე ფინალურ ტურში, ეძლევათ 10 სათაური, რომელთაგან მათ უნდა შეარჩიონ მხოლოდ ერთი და დაწერონ თავისუფალი თემა.
სათაურები შეიძლება შეეხოს: ლიტერატურას, რელიგიას, ისტორიას, ფილოსოფიას, ხელოვნებას.
თხზულების დასაწერად გამოყოფილი დრო – 4 ასტრონომიული საათი.
თემის მოცულობა პირველ ტურში იზღუდება 4 ნაბეჭდი გვერდით (შრიფტის ზომა 12, სტრიქონებს შორის მანძილი – 1, 5).
კონკურსანტთა ნაშრომებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც მოწვეულნი იქნებიან ცნობილი მასწავლებლები, მწერლები, პუბლიცისტები, ხელოვნებათმცოდნეები, ფილოსოფოსები, ისტორიკოსები.
თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი თ ე მ ი ს შ ე ფ ა ს ე ბ ი ს
ძ ი რ ი თ ა დ ი კ რ ი ტ ე რ ი უ მ ე ბ ი :
• თემის სათაურთან შესაბამისობა
• ინოვაციურობა/შემოქმედებითი მიდგომა
• ზოგადი განათლების მაღალი დონე
• ორიგინალური და კომპლექსური აზროვნება (რაც გულისხმობს ფიქრის მოძრაობას მთელ „ჰუმანიტარულ ველზე“)
• წერის კარგი კულტურა; ფრაზის შეგრძნება
• ანალიზის, შეფასებისა და დასაბუთების გამორჩეული უნარი
• მრავალმხრივი ხედვისა და ინტერპრეტაციის უნარი
ს ა პ რ ი ზ ო ა დ გ ი ლ ე ბ ი დ ა დ ა ჯ ი ლ დ ო ე ბ ა
კონკურსს ეყოლება 10 გამარჯვებული. განისაზღვრება: პირველი ადგილი, მეორე ადგილი, მესამე ადგილი; ასევე – სამი „გამორჩეული“ (მეოთხე-მეექვსე ადგილები) და ოთხი „წარჩინებული“ (მეშვიდე-მეათე ადგილები) მონაწილე.
კონკურსის სამი გამარჯვებული დაჯილდოვდება ფულადი პრიზებით:
• პირველი ადგილი: 1000 ლარი
• მეორე ადგილი: 600 ლარი
• მესამე ადგილი: 300 ლარი
კონკურსის გამორჩეულ მოსწავლეებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები და პრიზები.
კონკურსის 3 გამარჯვებულის სკოლებს გადაეცემათ სპეციალური დიპლომები, ხოლო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს გადაეცემათ ფულადი პრიზები:
• პირველი ადგილი: 600 ლარი;
• მეორე ადგილი: 400 ლარი;
• მესამე ადგილი: 200 ლარი.
კონკურსის ორგანიზატორები სხვა სამოტივაციო პრიზებსაც აწესებენ.
კონკურსის ფინალურ ტურში მონაწილე ყველა კონკურსანტს გადაეცემა სპეციალური სერტიფიკატი.
კ ო ნ კ უ რ ს ი ს ჩ ა ტ ა რ ე ბ ი ს ვ ა დ ე ბ ი
• კონკურსის გამოცხადება: 2022 წლის 10 აპრილი
• სკოლებიდან განაცხადების მიღება/რეგისტრაცია: არაუგვიანეს 2022 წლის 2 მაისისა;
• კონკურსის პირველი ტური: 2022 წლის 14 მაისი, 12:00 საათი (რეგისტრაცია დაიწყება 11:00 საათზე)
• კონკურსის ფინალური ტური: 2022 წლის 28 მაისი, 12:00 საათი (რეგისტრაცია დაიწყება 11:00 საათზე)
კ ო ნ კ უ რ ს ი ს ჩ ა ტ ა რ ე ბ ი ს ა დ გ ი ლ ი
კონკურსის ორივე (პირველი და ფინალური) ტური ჩატარდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი – სეუ-ს კამპუსში, მისამართზე: თბილისი, წინანდლის №9 (მეტრო 300 არაგველის მიმდებარედ).
დ ა ჯ ი ლ დ ო ე ბ ი ს ც ე რ ე მ ო ნ ი ა
დაჯილდოების ცერემონია გაიმართება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი – სეუ-ს კამპუსში, 2022 წლის 4 ივნისს, 14:00 საათზე.
კონკურსანტთა სარეგისტრაციო ბმული:
____________________________________
კონკურსის საუკეთესო თხზულებათა კრებული გამოიცემა 2022 წლის სექტემბერში.
პატივისცემით,
საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *