ისტ-ის წრე ა(ა)იპ საქ. საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახ. თბილისის სკოლაში
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრის
სამუშაო პროგრამა/განრიგი
წრის სახელწოდება: „ისტ-ი ჩვენს ცხოვრებაში“
წრის ხელმძღვანელი: რუსუდან როსტიაშვილი
სკოლა: ა(ა)იპ საქ. საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახ. თბილისის სკოლა
მიზნობრივი ჯგუფი: V – VI კლასის მოსწავლეები.
წრის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ კომპიუტერული უნარ-ჩვევების შეძენა განმტკიცება. თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება. იცოდნენ ისტ-თან დაკავშირებული ცნებები და ფლობდნენ შესაბამის ოპერაციებს და კომუნიკაციის ციფრულ საშუალებებს, გააცნობიერონ ისტ-ით სარგებლობის სოციალური, ეთიკური, გარემოს დაცვასთან და ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებული პრობლემები, ყოველივე ეს დაეხმარება მათ აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში და სხვადასხვა საგნების პრეზენტაციისათვის.
მოკლე მიმოხილვა: წრის გეგმა მოიცავს საოფისე პროგრამების და ინტერნეტის პრაქტიკულად გამოყენებას (ბუკლეტების, კროსვორდების, პრეზენტაციების შექმნა სხვადასხვა საგნებში) წრის მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კომპიუტერული უნარ-ჩვევის განმტკიცებას, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას. მათ განუვითარდებათ დამოუკიდებლად მუშაობის, ახალი ინფორმაციის მოძიების და პრაქტიკულად მისი გამოყენების უნარი. შევქმნით ბლოგს სადაც აისახება წრის მუშაობა.
Leave a Reply