პირველი ადგილი და ლაურეატის წოდება!
საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მე-2 ეროვნულ კონკურსზე ჩვენი სკოლის ბიჭუნათა გუნდმა (ხელმძღვანელი ლალი კაპანაძე) პირველი ადგილი და ლაურეატის წოდება დაიმსახურა!
კონკურსი გაიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის მერიისა და ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის მხარდაჭერით. კონკურსში მონაწილეობდნენ როგორც სპეციალური სამუსიკო სასწავლებლების, ასევე კერძო თუ საჯარო სკოლების საგუნდო კოლექტივები. შარშან გამართულ კონკურსზე ჩვენი სკოლის ბიჭუნათა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა, წელს კი პირველობა არავის დაუთმო. გუნდის წევრებსა და მათ ხორმაისტერს, ლალი კაპანაძეს ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას!
Leave a Reply