გამოფენა- “ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში”
დღეს, 5 აპრილს, საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლაში გაიმართა სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა. გამოფენის ორგანიზატორი გახლდათ საპატრიარქოსთან არსებული ფონდი “ლაზარე”. პროექტის “ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში” ფარგლებში სკოლაში ჩატარდა სესია თემაზე “ეფექტური კომუნიკაცია და კონფლიქტის ტრანსფორმაცია”, მოეწყო ზაზა ურუშაძის ფილმ “მანდარინების” ჩვენება, გაიმართა დისკუსია. დღევანდელი გამოფენა ამ ღონისძიების მესამე ეტაპი იყო. ჩვენი სკოლის ხელოვნების პედაგოგ დარეჯან ჯანგიძესთან ერთად სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ პროექტში და არაერთი საინტერესო ნამუშევარი წარმოადგინეს აფხაზეთისა და საქართველოს კონფლიქრტის გადაჭრის თემაზე. ფონდი “ლაზარე” წლის ბოლოს ჩაატარებს დასკვნით გამოფენას, სადაც საუკეთესო ნამუშევრებს წარმოადგენს. ფონდის წარმომადგენლებმა დიდი მადლობა გადაუხადეს სკოლის დირექტორს, ბატონ მამუკა თედიაშვილს მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისთვის.
Leave a Reply