ზურაბ ბუაძის სახსოვრად
დღეს პირველი აპრილია, მეთექვსმეტე წელი ბატონი ზურაბ ბუაძის გარეშე. 2000 წელს, სწორედ ამ დღეს გადავიდა მისი სული ზეციურ საქართველოში. უზომოდ დააკლდა იგი ყველას, ვინც მის გარშემო ტრიალებდა – მეუღლეს, შვილებს, მეგობრებსა და გიმნაზიას.
ორმოცდაოთხი წლის ასაკში წავიდა ჩვენგან ბატონი ზურაბი. მაგრამ ამ ხანმოკლე
სიცოცხლის განმავლობაში არაერთი სიკეთე დათესა. დააარსა წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია, საფუძველი ჩაუყარა გაბრიელ ეპისკოპოსისა და წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიებს. მის მიერ 15 პედაგოგითა და 51 მოსწავლით გახსნილი სასწავლებელი დღეს გაზრდილი, გაფართოებული, იმავე ტრადიციების გამგრძელებელია. ბატონი ზურაბის ღვაწლს დავიწყება არ უწერია. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული!
Leave a Reply