მე გაზაფხული ვარ!
როგორც იქნა, დადგა ჩემი დროც. უკვე ავაყვავე ყვავილები, ბავშვების გულები გავახალისე და ვამცნე, რომ აღდგომა მალე მოვა. მარტში შხაპუნა წვიმები იქნება, მერე კი ულამაზესი ცისარტყელა გამოჩნდება, აპრილში კი დათბება და თქვენ დედებს შეეხვეწებით, მოკლემკლავიანი მაისურებით იაროთ.
ხოლო მაისის ბოლოს სკოლაც დამთავრდება. გოგოები თუ ბიჭები ყვავილებს დაკრეფენ და დედებს მიართმევენ.
დიახ, ჩემს აყვავებულ ყვავილებს. მართალია, ხანდახან ვბრაზდები, ყვავილებს რომ კრეფენ, მაგრამ ყვავილებს უხარიათ, რომ დედების გულებს ახარებენ, თუნდაც ისინი კვდებოდნენ ამ გახარების ხარჯზე. როცა ჩემი დრო მოდის, რა თქმა უნდა, პირველი, მთებზე თოვლს ვადნობ ხოლმე ; მერე მდინარეებს ვამცნობ, რომ მოვედი. ისინიც ბედნიერდებიან. მთებიც მადლობას მეუბნებიან, რადგან თოვლი მოვაშორე. მათ, მართალია, თოვლი უხდებათ, მაგრამ მაინც უხარიათ, რომ დავადნე ჩემი თბილი მზით.
გაზაფხული! ეს მე ვარ! ყველას, დიდს თუ პატარას, უხარია ჩემი მოსვლა, რადგან მე სითბო შემომაქვს ყველას გულში. აი, ასეთი ვარ მე. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს ჩემმა მეგობარმა ზაფხულმა მასწავლა. მე ჩემი თავი ყველაზე მეტად მიყვარს, რადგან ჩემს დროს უდიდესი დღესასწაული, აღდგომა, მოდის!
ანა ციცქიშვილი, მე-6 კლასი.
Leave a Reply