გაზაფხული

ზამთარმა ძლივს დამითმო ადგილი. უჭირდა წასვლა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. ღრუბლები მზით შევცვალე , თოვლი და ყინული დავადნე, აყვირდნენ და გაიხარეს მდინარეებმა. ერთმანეთს ეჯახებიან, შემდეგ ეხვევიან და ისე მიდიანერთად თავქვე. მიწიდან თავი ამოყვეს ყვავილებმა, ხეებმა კვირტები გამოისხეს, აბიბინდა მწვანედ ბალახი. გავათბე მზის სხივებით მთელი ქვეყანა. ყველას უხარია, განსაკუთრებით ბავშვებს უხარიათ ჩემი მოსვლა: თამაშობენ და ხტუნაობენ. ადამიანებს თბილი ტანსაცმელი გავხადე. მეც უბედნიერესი ვარ. ჩიტებმაც დაიწყეს ჭიკჭიკი. მთელი დედამიწა ხარობს!

მარიამ კალაჯიშვილი, მე-6 კლასი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *