სკოლის დირექციის განცხადება: 28 და 29 იანვარს სკოლაში სწავლა შეწყდება!
პატივცემულო მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო. გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ
აღნიშნულ ინფორმაციას.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციას აძლევს სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს შეწყვიტონ ფუნქციონირება სულ მცირე სამი სამუშაო დღით, თუ გაცდენების რაოდენობა აღემატება 20%-ს.
სამდღიანი ვადა განპირობებულია გრიპის ყველაზე გავრცელებული ინკუბაციური პერიოდით.
ბოლო სამი სამუშაო დღის განმავლობაში სკოლაში გაცდენების პროცენტი იყო შესაბამისად 36%, 34% და 37%.
ვიცით, რომ ვირუსით დაავადებულთა საერთო პროცენტი დიდი არ არის, მაგრამ გამცდენ მოსწავლეთა მშობლების დიდ ნაწილს ეშინია ბავშვების სკოლაში გამოშვება. პრობლემას ართულებს ისიც, რომ, მოგეხსენებათ, ჩვენი სკოლა მთელ ქალაქს ემსახურება და ბევრ მოსწავლეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით უწევს მგზავრობა.
ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება 28 და 29 იანვარს სკოლაში სწავლის შეწყვეტის თაობაზე.
ბოდიშს ვუხდით ყველას, ვისაც ეს გადაწყვეტილება თუნდაც მცირე დისკომფორტს შეუქმნის.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
გილოცავთ ნინოობას!
პატივისცემით,
სკოლის დირექცია
Leave a Reply