ნინო ტყეშელაშვილის სოლო კონცერტი

გუშინ ჩვენი სკოლის მე-9ა კლასის მოსწავლე ნინო ტყეშელაშვილი სოლო კონცერტით წარდგა თანაკლასელებისა და სკოლის პედაგოგების წინაშე. ახალგაზრდა პიანისტმა შეასრულა ბახის, შუბერტის, ჩაიკოვსკის, ლისტისა და შუმანის ნაწარმოებები. მსმენელი მოიხიბლა კლასიკური მუსიკის პროფესიონალური შესრულებით.
ნინო ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილების მე-8 კლასის მოსწავლეა. იგი არაერთი საერთაშორისო კონკურსის მონაწილეა და სურს პროფესიონალი პიანისტი გახდეს. სკოლაში გამართულ კონცერტს ესწრებოდა ნინოს ფორტეპიანოს მასწავლებელიც, რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი ნატალია ნაცვლიშვილი. პედაგოგებმა და მეგობრებმა ნინოს მიულოცეს პირველი სოლო კონცერტი და დიდი წარმატებები უსურვეს.

nin    nino

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *