ყურადღება! ფოტოკონკურსი “თბილისური ისტორიები”
სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია გეგმავს მოაწყოს ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგება თბილისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა მიერ გადაღებული ფოტოები. კონკურსის ორგანიზატორები სთავაზობენ მოსწავლეებს, გადაიღონ თბილისის ისტორიული და არქიტექტურული ძეგლები, ღონისძიებები, ადამიანები, ქუჩები, ძველი და ახალი უბნები, ლანდშაფტი და სხვა ღირსშესანიშნაობები. პროექტში მონაწილე სკოლა 14-18 დეკემბერს სკოლაშივე მოაწყობს გამოფენას, ხოლო შერჩეულ 3-5 ფოტოს ელექტრონულ ვერსიას გააგზავნის საქალაქო გამოფენისთვის, რომელიც 18-21 დეკემბერს ჩატარდება. ჟიური 25 დეკემბერს გამოავლენს 10 გამარჯვებულს. 28 დეკემბერს კი საჩუქრები გადაეცემათ გამარჯვებულებს, გამოვლინდება გამარჯვებული 4 სკოლაც. კონკურსში მონაწილეობის მსურველები 9 დეკემბრამდე დაუკავშირდით სკოლის დირექციას.
Leave a Reply