ბლოგების კონკუნკურსი „პლანეტა თამბაქოს კვამლის გარეშე“

ბლოგების კონკურსის მიზანია მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაგარდა ამისა, კონკურსი ემსახურება მოსწავლეთა კვლევის, ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის, შეფასებისა და კრიტიკული აზროვნების, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების,გუნდური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარების გამოვლენას და განვითრებას.

კონკურსანტების  მიერ მომზადებულ ბლოგებში ასახული უნდა იყოს უშუალოდ მოსწავლეების მიერ დანახული პრობლემა/პრობლემები, რომლებიც უკავშირდება თამბაქოს მავნე ზეგავლენას და მათი ანალიზი. მომზადებული ბლოგი და მასში წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა ასახავდეს მოსწავლეების მიერ იდენტიფიცირებულ კონკრეტულ პრობლემას და ამ პრობლემის გადაჭრის მათ მიერ შემუშავებულ გზას/გზებს.

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებს,როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფის სახით. ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობაარ უნდა აღემატებოდეს 3 მოსწავლეს.
  • ბლოგი შექმნილი უნდა იყოს სპეციალურად ამ კონკურსისთვის;
  • ბლოგში უნდა იყოს ცალკე სექცია („ჩვენ შესახებ“), სადაც განთავსებული იქნება კონკურსანტების შესახებინფორმაცია (სახელი, გვარი, კლასი, საკონტაქტო მონაცემები).
  • I სასკოლო ტური- აღნიშნულ ტურს ორგანიზებას უკეთებს სკოლის ადმინისტრაცია (მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის საკონკურსო პირობების და ვადების გაცნობა, კომისიის დაკომპლექტება და მისი მუშაობის დაოქმება, კონკურსის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, არაუმეტეს 2 საუკეთესო ბლოგის გამოვლენა). შედეგად, სკოლაგამოავლენსარაუმეტეს 2 საუკეთესო ბლოგს.ინფორმაცია სასკოლო ტურშიგამარჯვებული ბლოგების შესახებ, დანართში მოცემული ფორმის შესაბამისად (Excel ფაილით), საქმისწარმოების ელექტრონული სისიტემის-eflow შეშვეობითიგზავნებასაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანო-შესაბამისსაგანმანათლებლო რესურსცენტრში (შემდგომში რესურსცენტრი). რესურსცენტრი უზურნველყოფს მათ დაქვემდებარებაში არსებული სკოლებიდან შემოსული ინფორმაციის გაერთიანებას და სამინისტროშიგადმოგზავნას (eflow საშუალებით, Excel მიბმული ფაილით).
  • II ტური- რესურსენტრების მიერ გამოგზავნილი ნამუშევრებიდანსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ შექმნილი კომისია გამოავლენს გამარჯვებულ ბლოგებს.

 

 

გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება

ზემოაღნიშნული კომისია შეარჩევს10 გამარჯვებულ ბლოგს. გამარჯვებულთა შორის  საპრიზო ადგილები განაწილდება შემდეგნაირად: თითო-თითო  I, II, III ადგილებზე გასული ბლოგები და შვიდი საუკეთესო ბლოგი, რომელთა ავტორები დაჯილდოვდებიან დიპლომებით/სიგელებით და წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათებით: I ადგილი -300 ლარიანი სასაჩუქრე ბარათით,II ადგილი -200 ლარიანი სასაჩუქრე ბარათით, III ადგილი -150 ლარიანი სასაჩუქრე ბარათით,საუკეთესო შვიდეული – 50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათით. კომისია უფლებამოსილია, საკონკურსო მასალების შესრულების ხარისხიდან გამომდინარე, რომელიმე ზემოაღნიშნულ საპრიზო ადგილზე არ წარადგინოს გამარჯვებული.

 

 

ბლოგები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  1. ვებ-გვერდის სტრუქტურა- (ბლოგის მენიუ ნათლად უნდა აღწერდეს მის სტრქუტურულ აგებულებას და აადვილებდეს ნავიგაციას).
  2. თემის შინაარსობრივი გამართულობა(მასალა უნდა იყოს გასაგებად და ლაკონურად გადმოცემული, დახარისხებული, ენობრივად გამართული და საინტერესო);
  3. საკითხის აქტუალობა (დადასტურებული უნდა იყოს საკითხის აქტუალობა, სასურველია იდენტიფიცირებული იყოს ერთი კონკრეტული პრობლემა, რომლის ირგვლივ აეწყობა ბლოგი);
  4. კვლევითი კომპონენტი – (კვლევით კომპონენტში სასურველია ჩანდეს შემდეგი ეტაპები: პრობლემის/საკითხის განსაზღვრა; განხორცილების გეგმა; შედეგების ანალიზი და დასკვნების გამოტანა. მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა წყაროების დამუშავებისას არ გამოიყენონ ინფორმაციის მექანიკური კოპირება და წარმოადგინონ ინფორმაციის დამუშავებისას მათ მიერ გამოტანილი დასკვნები).
  5. ბიბლიოგრაფია- (ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი გამოყენებული წყაროების შესახებ ინფორმაცია (ბმულები, ნაშრომების ავტორები, გამოყენებული ლიტერატურად და სხვა);
  6. ბლოგის დიზაინი და ჩაშენებული მოდულები- (სასურველია ბლოგში ჩაშენებული იყოს სხვადასხვასახისმოდულები; შერჩეულიფონტის, შრიფტისზომადასტილიმორგებული უნდა იყოსსაიტისდიზაინთანმაგ: სათაურსადატექსტისზომებსშორისდაცულიბალანსი. შესაძლებელია ინტერნეტსივრციდან მოპოვებული ფოტო/ვიდეო მასალის გამოყენება, თუმცა უპირატესობა მიენიჭება უშუალოდ კონკურსანტების მიერ შესრულებული/გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალის გამოყენებას).

 

 

 

ვადები

  • მოსწავლეების მიერ ბლოგების მომზადება – არაუგვიანეს 20 ოქტომბერი;
  • სკოლების მიერ საუკეთესო ბლოგების შერჩევა და შესაბამის რესურსცენტრში გადაგზავნა-არაუგვიანეს 23 ოქტომბერი;
  • რესურსცენტრის მიერ სამინისტროში სასკოლო ტურის შედეგების გადაგზავნა-არაუგვიანეს 26 ოქტომბერი;

 

 

 

    დანართი
N რაიონი სკოლისსრულიდასახელება გუნდის შემადგენელი მოსწავლეებისსახელები, გვარები(უნდა შეესაბამებოდეს პირადობის მოწმობას) კლასი მოსწავლის პირადი ნომერი ბლოგისელ.მისამართი
             
     
     
             
     
     

 

 

 

 

 

 

 

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *