ჩვენის სკოლის ბიჭუნათა გუნდის დაჯილდოება

ჩვენი სკოლის ბიჭუნათა გუნდი და მათი პედაგოგი ლალი კაპანაძე დღეს “მასწავლებელთა სახლში” მიიწვიეს დამსახურებული ჯილდოს მისაღებად. 15 მაისს, 16:00 საათზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართება საგუნდო მუსიკის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია და კონცერტი.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების საგუნდო კოლექტივები და ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მონაწილე სკოლებს გადაეცემა სამახსოვრო სერტიფიკატები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *