თავისუფალი უნივერსიტეტის მადლობა ჩვენი სკოლის დირექტორსა და მასწავლებლებს
27 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის დირექტორის, მამუკა თედიაშვილის სახელზე მოვიდა ორი წერილი. ორივე წერილის ავტორი გახლდათ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, აწ გარდაცვლილი კახა ბენდუქიძე.
ერთი წერილი თავისუფალი უნივერსიტეტიდან იყო, ხოლო მეორე – აგრარული უნივერსიტეტიდან. აღნიშნული უნივერსიტეტების რექტორები ბატონ კახა ბენდუქიძესთან ერთად მადლობას უხდიდნენ ჩვენს სკოლას ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდების აღზრდისთვის.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებმა ტრადიციულად დიდ წარმატებებს მიაღწიეს ეროვნულ გამოცდებში. მათმა უმრავლესობამ სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიიღო და მაღალი აკადემიური მოსწრებით აგრძელებენ სწავლას საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ მარიამ ფირცხალაიშვილი, თორნიკე ჯაში და დავით ვაშაკიძე, აგრარულ უნივერსიტეტში სწავლა გააგრძელეს მარიამ ალავიძემ და ალექსანდრე გოგოლაძემ. “მაღალი კონკურსის მიუხედავად, მათ შეძლეს და დასახულ მიზანს მიაღწიეს – წარმატებით ჩააბარეს გამოცდები და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ, რაც თქვენი ფასდაუდებელი შრომის შედეგია. დიდი მადლობა ამისთვის. ასევე, გთხოვთ, მადლობა გადასცეთ თითოეულ მასწავლებელს, რომელმაც წვლილი შეიტანა მათ აღზრდაში,” – წერია წერილში.
Leave a Reply