ემუქრება თუ არა ქართულ ენას გადაშენება

ქართული ენა მდიდარია თავისი ლექსიკით. თავად ქართველებმა ბევრი ქართული სიტყვის მნიშვნელობაც კი არ იციან. სამაგიეროდ დედაენას “ამდიდრებენ” ბარბარბარიზმებით. ასე ძირითადად ახალგაზრდები იქცევიან.

მათ ხშირად არც კი იციან რუსული თუ ინგლისური, სამაგიეროდ, ცოცხალ მეტყველებაში შესისხლხორცებულ “უცხო” სიტყვებს ჭარბად იყენებენ. “ვაბშე”,”პროსტა”, “კაიფი”, “შოპინგი” და სხვა კაგახანია დამკვიდრდა ახალგაზრდა ქართველების მეტყველებაში.
ქართულ ენაში ბევრი ნასესხები სიტყვაა. მათმა უმრავლესობამ ქართულში არსებული შესატყვისი დაჩრდილა და ჩაანაცვლა, ზოგმა კი დამსახურებულად დაიმკვიდრა ენაში ადგილი. ასე იქცა ბარბარიზმი ენის ბუნებრივ ნაწილად, ნასესხებ სიტყვად. ჩემი აზრით, თუ ახალგარდები ბარბარიზმებით საუბარს არ გადაეჩვევიან, მომავალში ამ სიტყვებსაც საზოგადოება აუცილებელ ერთეულებად ჩათვლის და ქართული ენა გადაიქცევა რუსულ-ინგლისური ენის ნაზავად.
ქართულ ენაში ბევრია ისეთი სიტყვა, რომელიც დღეს არავის გაუგია. მაგალითად, “ჰოტროველა”, რაც ხეპრეს, შეუგნებელს ნიშნავს, “ეპიტნავება” – მოსწონს, “მასლაათი ” – საუბარია დროის გასაყვანად, “გაგრია” კი უკულტურო, გაუნათლებელს ნიშნავს. იმისთვის, რომ უფრო მეტად არ დაგვავიწყდეს ძირძველი ქართული სიტყვები და ჩვენმა მომავალმა თაობებმა ქართულად ისაუბრონ, უნდა გავუფრთხილდეთ საკუთარ ენას და უარი ვთქვათ ბარბარიზმების გამოყენებაზე.
ლიზი ხუციშვილი. მე-7 კლასი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *